იტალიაში, ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქეებმა ფულადი გზავნილების ოფისი გაქურდეს

იტალიაში, ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქეებმა ფულადი გზავნილების ოფისი გაქურდეს

იტალიაში, ქალაქ ბარიში ფულადი გზავნილების ოფისი საქართველოს მოქალაქეებმა გაქურდეს, - აღნიშნულის შესახებ იტალიური გამოცემა Il Quotidiano Italiano იუწყება.

ინციდენტი გუშინ, ადგილობრივი დროით 17:30 საათზე მოხდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფულადი გზავნილების ოფისი საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის.

დაყაჩაღებისას მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა მათ მოახერხეს რამდენიმე ასეული ევროს გატაცება და მიმალვა.

პოლიციამ სათვალთვალო კამერებიდან მძარცველების სურათები ამოიღო. მიმდინარეობს ძიება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს