პრეზიდენტმა 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე 1645 განსაკუთრებით მძიმე, ხოლო 1812 ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე 1645 განსაკუთრებით მძიმე, ხოლო 1812 ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე 3655 მსჯავრდებული შეიწყალა, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკაში, რომელიც „ინტერპრესნიუსმა“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან რამდენიმე დღის წინ გამოითხოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" მიერ უწყებიდან გამოთხოვილი სტატისტიკიდან ირკვევა, სულ შეწყალებულ მსჯავრდებულთაგან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის შეწყალებულია 1645 მსჯავრდებული. განსაკუთრებით მძიმე დანაშაული 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.• 2013 წელს - 71;• 2014 წელს - 787;• 2015 წელს -1006;• 2016 წელს - 834;• 2017 წელს - 840;• 2018 წლის განმავლობაში - 117.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან გამოთხოვილი სტატისტიკის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისათვის შეწყალებულია - 1812 მსჯავრდებული.

• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი - 296;• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილი – 16;• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილი – 727;• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილი - 734;• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი - 39.

„ინტერპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა რამდენი ადამიანია შეწყალებული უშუალოდ ნარკორეალიზების ბრალდებით, რომლის სტატისტიკასაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან უახლოეს პერიოდში ველოდებით.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ