რუსთავში 22 წლის ბიჭი დაჭრეს

რუსთავში 22 წლის ბიჭი დაჭრეს

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით რუსთავში მე-17 მიკრორაიონში, რესტორან "შარკთან“ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, 22 წლის მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობები გულმკერდისა და ხელის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში“ გადაიყვანა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, მამაკაცს მსუბუქი ჭრილობები აღენიშნებოდა, მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო