წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად, ისრაელში ქართველ მომლოცველთა 94-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა

წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად, ისრაელში ქართველ მომლოცველთა 94-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა

წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოსაბრძანებლად ისრაელში ქართველ მომლოცველთა 94-კაციანი ჯგუფი უკვე გაემგზავრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პილიგრიმ ტურსის“ დამფუძნებელმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, მათი ჯგუფის ყველა წევრმა ისრაელის საზღვარი უპრობლემოდ უკვე გადაკვეთა.

„ისრაელის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით ჩვენი ჯგუფის წევრებს არავითარი პრობლემა არ გვქონია. პირიქით, ისრაელის მხარის მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა გვქონდა, რომ ჯგუფი გამარტივებულ რეჟიმში შესულიყო. ყოველწლიურად ასე ხდება ჩვენს მიმართ. ჩვენი კომპანია ამოწმებს და პასუხისმგებლობით ეკიდება ჯგუფის წევრების შერჩევის პროცესს, ფილტრავს ისრაელში დამრჩენი ადამიანებისგან და ვინც მიგვყავს, უკან ბრუნდება“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, მათი ჯგუფის წევრები იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს ტრადიციულად 7 აპრილს, გვიან საღამოს ჩამოაბრძანებენ, რომელიც შემდეგ მთელს საქართველოში გავრცელდება.

გარდა ამისა, საპატრიარქოდან მომლოცველთა 51 - კაციანი ჯგუფი სასულიერო პირთან ერთად იერუსალიმში ხვალ დილით გაემგზავრება. ისინი წმინდა მიწაზე ერთი კვირით დარჩებიან და აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულში, წმინდა ადგილებს მოილოცავენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ