ფეხბურთის მოყვარულებს და არამხოლოდ მათ, წინ დაუვიწყარი მატჩები ელოდებათ: მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

ფეხბურთის მოყვარულებს და არამხოლოდ მათ, წინ დაუვიწყარი მატჩები ელოდებათ: მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

გამომცემლობა "პალიტრა L" კი აღნიშნულ საფეხბურთო ციებ-ცხელებას საინტერესო შეთავაზებით უერთდება და სტიკერების საკოლექციო ალბომით ეცდება, კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და გამორჩეული გახადოს გულშემატკივრებისთვის 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი.

სტიკერების საკოლექციო ალბომი უკვე გაყიდვაშია და მისი მეშვეობით საშუალება გეძლევათ, გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი სტადიონების, მონაწილე ნაკრებებისა და ფეხბურთელების შესახებ.

ალბომში ასევე თავს იყრის ცნობები მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიის, განვლილი მსოფლიო პირველობების გამორჩეულიმოთამაშეების და ნაკრებების შესახებ. ასევე, ალბომში იხილავთ სხვა მნიშვნელოვან ფაქტებსაც.

რაც ყველაზე მთავარია, ალბომის სრულად შევსებით თქვენ ავტომატურად გახდებით 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სტიკერების კოლექციის მფლობელი! გარდა ამისა, თქვენ პრიზებიც გელოდებათ! ყველას, ვინც სრულად შეავსებს სტიკერებით ალბომს, "პალიტრა L" საჩუქრად ჩანთას გადასცემს. თუკი მოხვდებით პირველ ას გამარჯვებულს შორის, დასაჩუქრდებით FRIXX- ის ჩიფსების კომპლექტით, ხოლო პირველი ათი გამარჯვებული დამატებით მიიღებს გაზეთ "ლელოს" 1-თვიან გამოწერას. განაგრძეთ კითხვა

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა