გედევან ფოფხაძე “ქართულ ოცნებას“ ტოვებს - რა მიზეზს ასახელებს დეპუტატი

გედევან ფოფხაძე “ქართულ ოცნებას“ ტოვებს - რა მიზეზს ასახელებს დეპუტატი

თუ “ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია მხარი დაუჭიროს, მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას“ და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც მაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

დეპუტატმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მისთვის ნინია კაკაბაძის კანდიდატურა მიუღებელია.

„მიმაჩნია, რომ ეს ჯერ საპროცედურო კომიტეტის განხილვის საგანი გახდება. მე ამას გპირდებით, გაირკვევა, 55 ხმიდან იმყოფებოდა თუ არა ყველა ხმის მიმცემი დარბაზში. თუ ასე დადასტურდება, შემიძლია, ვუთხრა, საზოგადოებას, რომ არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პარტიარქის და მართლმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი იყოს მაუწყებლის ბორდის წევრი, პრინციპულად მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს არის წახალისება რეაქციული ჯგუფების, რომლებიც ცხოვრების წესიც სხვა ადამიანების გინებაა. ვაპირებ გავემიჯნო ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს, ჩვენი შემადგენლობიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

“ეს გადაწყვეტილება ცალსახად უმრავლესობის მხრიდან ნინია კაკაბაძის მხარდაჭერას უკავშირდება - ამ ეტაპზე წასვლის სხვა მიზეზი მე არ მქონია“, - დასძინა ფოფხაძემ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია მმართველი გუნდიდან წასვლის შესახებ მას უმრავლესობის შიგნით თანამოაზრეები ჰყავდეს, ფოფხაძემ განმარტა, რომ ამასთან დაკავშირებით ჯერ არაფერი იცის, არავისთან უსაუბრია და განცხადება წასვლაზე “გაბრაზებულ გულზე აქვს გაკეთებული“. “არ ვიცი, ვინ რა პოზიციაზეა და ვინ რას იზამს. მიმაჩნია, რომ მე უნდა გავაკეთო ის, რაც მორალურად სწორია. დამატებით კომენტარს აღარ ვაკეთებ“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო ოპოზიცისა და სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილი კანდიდატები აირჩია. ომბუდსმენის მიერ შეთავაზებული იზაბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 93 ხმით აირჩიეს. უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძეს მხარი 55–მა დეპუტატმა დაუჭირა, 12–მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. კაკაბაძე კენჭისყრის ამ შედეგით საზოგადოებირივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები