რუსთაველზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა - არიან დაკავებულები

რუსთაველზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა - არიან დაკავებულები

"აუდიტორია 115"–ის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სამართალდამცველებმა ხუთი აქტივისტი დააკავეს. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის პიკეტირებამ გამოიწვია.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მოულოდნელად საავტომობილო მონაკვეთი გადაკეტეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან გაფრთხილება მოჰყვა, რომ დაეტოვებინა აღნიშნული ტერიტორია და გადასულიყვნენ ტროტუარზე, რასაც აქციის მონაწილეებიარ არ დაემორჩილნენ და სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, აქედან ორი „აუდიტორია 115“–ის წევრია.

აქციის მონაწილეები ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ