მიხეილ სააკაშვილი - ბრავო, დონალდ ტრამპ

მიხეილ სააკაშვილი - ბრავო, დონალდ ტრამპ

ბრავო, დონალდ ტრამპ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს მიერ რუსი მაღალჩინოსნებისა და ბიზნესმენებისთვის გუშინ დაწესებულ სანქციებს.

„როგორც ყოველთვის ვამბობდი, დონალდ ტრამპი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა პუტინისთვის. აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, მათ შორის პუტინის სიძის წინააღმდეგ, უპრეცედენტოა. მე ყველაზე უფრო დერიპასკას წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მომეწონა, რომელმაც სანქციების გამოცხადების შემდეგ თავისი კაპიტალის მეოთხედი დაკარგა. დერიპასკა მანაფორტთან ერთად ჩემს წინააღმდეგ პროპაგანდისტულ კამპანიას ეწეოდა საერთაშორისო პრესაში. ბრავო, დონალდ ტრამპ“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გუშინ აშშ-მა რუსეთთან მიმართებაში სასანქციო სია გააფართოვა. აშშ-ს ხაზინას დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სასანქციო სიაში 26 პირი და 15 კომპანია მოხვდა. სასანქციო სიაში მოხვედრილ პირებს შორის არიან ცნობილი რუსი ბიზნესმენები, ოლეგ დერიპასკა, სულეიმან კერიმოვი, იგორ როტენბერგი, ვიქტორ ვექსელბერგი. ასევე სასანქციო სიაში მოხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები