იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში შემთხვევის ადგილას, სადაც 10 ადამიანია გარდაცვლილი

იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები  გერმანიაში შემთხვევის ადგილას, სადაც 10 ადამიანია გარდაცვლილი

ფრანკფურტში საქართველოს საკონსულო გერმანელ სამართალდამცველებთან კონტაქტზე იმყოფება და მათგან ინფორმაციას იღებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით ინფორმაცია არა აქვთ იმყოფებოდნენ თუ არა ქალაქ მიუნსტერში, შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეები.

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში, სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 10-მდე და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. როგორც ცნობილია, ინციდენტში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. მედიის ინფორმაციით, პოლიცია, შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ, ასაფეთებელ მოწყობილობას ეძებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი