Al Sumaria - "ისლამური სახელმწიფოს" მარჯვენა ხელი აშ-შიშანი (მურად მარგოშვილი) ლიკვიდირებულია

Al Sumaria - "ისლამური სახელმწიფოს" მარჯვენა ხელი აშ-შიშანი (მურად მარგოშვილი) ლიკვიდირებულია

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის, აბუ ბაქრ ალ ბაღდადის უახლოესი მოკავშირე გაანადგურა, - იუწყება ტელეარხი Al Sumaria.

ტელეარხის მონაცემებით, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის მარჯვენა ხელის აბუ-ვალიდ აშ-შიშანის (მურად მარგოშვილი) ლიკვიდირება ქალაქ კირკუკის შემოგარენში მოხდა. ინფორმაციის თანახმად, ოპერაციის მსვლელობისას ძალოვანებმა შეძლეს დოკუმენტების აღმოჩენა, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფების სხვა ლიდერებზე შეიცავს ინფორმაციას.

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყის ნაწილის ოკუპირება 2014 წლის ზაფხულში შეძლეს. ამავე წლის ივნისში ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული ჩაიგდეს ხელში და "ხალიფატის" დედაქალაქად გამოაცხადეს. 2015 წელს, საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით, ერაყის მთავრობამ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო წართმეული ტერიტორიების დასაბრუნებლად. 2017 წლის დეკემბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადიმ ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" საბოლოო დამარცხების შესახებ განაცხადა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე