გერმანიის შს მინისტრი ინიციატივით გამოდის, საქართველო და სომხეთი ე.წ "უსაფრთხო ქვეყნების" სიაში შეიყვანონ

გერმანიის შს მინისტრი ინიციატივით გამოდის, საქართველო და სომხეთი ე.წ "უსაფრთხო ქვეყნების" სიაში შეიყვანონ

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი ინიციატივით გამოდის, საქართველო და სომხეთი ე.წ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეიყვანონ, რათა თავშესაფრის მინიჭებაზე განცხადებების დამუშავების პროცესი დაჩქარდეს, - იუწყება „დოიჩე ველე“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, შტეფან მაიერის თქმით, საქართველოდან და სომხეთიდან თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა დიდია, თუმცა დადებით პასუხს ცოტა მათგანი იღებს.

„საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარებას სავსებით მიზანშეწონილად ვთვლი, მით უმეტეს იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა ამას უპირობოდ მხარს უჭერს“, - აღნიშნა მაიერმა.

მიგრაციისა და დევნილების საკითხებში ფედერალური უწყების მონაცემებით, 2017 წელს თავშესაფრის მოპოვების უფლებაზე განცხადება საქართველოს 3462-მა და სომხეთის 3857-მა მოქალაქემ შეიტანა. 2018 წლის დასაწყისში, ვიდრე გერმანიის სამთავრობო კოალიცია შეიქმნებოდა, გერმანიის წამყვანი პარტიები შეთანხმდნენ, „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში, სადაც დეპორტაცია გამარტივებული წესით ხდება, შეეყვანათ ალჟირი, მაროკო და ტუნისი.

2014 წლის სექტემბერში ამავე ქვეყნების სიაში შევიდა სერბეთი, მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ალბანეთი, კოსოვო და მონტენეგრო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე