"ევროვიზიის" ქართველი მონაწილეები კონკურსის წითელ ხალიჩაზე ჩოხებით მივიდნენ

"ევროვიზიის" ქართველი მონაწილეები კონკურსის წითელ ხალიჩაზე ჩოხებით მივიდნენ

"ევროვიზიის" ქართველი მონაწილეები - ჯგუფ “ირიაოს” წევრები კონკურსის წინა ფართიზე იმყოფებიან, რომელიც ისრაელის დედაქალაქში იმართება.

8 აპრილს ტრიო – მიშო ჯავახიშვილი, გაგა აბაშიძე და ბუბა მურღულია, ევროფესტივალის სხვა მონაწილეებთან ერთად, Israel Calling 2018-ის წითელ ხალიჩაზე ჩოხებში ჩაცმულები გამოცხადნენ, რითაც საერთაშორისო მედიისა და მონაწილეების დიდი ყურადღება მიიპყრეს და ოვაციები და შეძახილები – “ბრავო, ჯორჯია”, დაიმსახურეს.

ევროვიზია 8 მაისს ლისაბონში იწყება. პორტუგალიის დედაქალაქში, “ალტიჩე არენაზე”, ქართული ჯგუფი სიმღერას “შენი გულისთვის” 10 მაისს მეორე ნახევარფინალში მე–10 ნომრად შეასრულებს. ხმის მიცემა მხოლოდ ევროპაში მცხოვრებლებს შეუძლიათ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს