სტუმ­რად ედი­შერ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი­სე­ულ სახ­ლ­ში, სადაც ახლა ცნობილი ქირურგები ცხოვრობენ

სტუმ­რად ედი­შერ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი­სე­ულ სახ­ლ­ში, სადაც ახლა ცნობილი ქირურგები ცხოვრობენ

მისი სამსახიობო კარიერა ეპიზოდური როლიდან დაიწყო, დიპლომი 70 წლის ასაკში მისცეს, როცა უკვე აღიარებული არტისტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფილმებში ძირითადად უარყოფით გმირებს თამაშობდა, ედიშერ მაღალაშვილმა “მოახერხა” და მაყურებელს თავი ისე შეაყვარა, დღემდე მის სახელს დიდი სითბოთი იხსენებენ. მსახიობს ორი შვილი ჰყავს, ერთ-ერთი - ბატონი გოგი მაღალაშვილი, ცნობილი ნეიროქირურგია. ყოველდღიურად დამღლელი და საპასუხისმგებლო საქმის, პაციენტების კონსულტაციების და ოპერაციების შემდეგ, მამისეულ სახლში ბრუნდება, რომლის ერთ კედელს მსახიობის მემორიალური დაფა ამშვენებს. მიუხედავად რთული რეჟიმისა, ბატონმა გოგიმ ინტერვიუზე უარი არ გვითხრა და შინ მამაზე სასაუბროდ მიგვიწვია. საუბარი სახლის ისტორიით დავიწყეთ.

- მე რომ დავიბადე, ჩემი მშობლები მცხეთის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ეს იყო მამაჩემის დედის ნახევრად სარდაფის ტიპის პატარა სახლი, რომელსაც ფანჯრები ნახევრად მიწაში ჰქონდა. დაახლოებით 3-4 წლის ვიყავი, როცა მამას ბინა მეჩნიკოვის, ახლანდელ დოდო აბაშიძის ქუჩაზე მისცეს. იმ პერიოდში მამა მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა, ამიტომ იქვე ახლოს დააკმაყოფილეს ოროთახიანი, კომუნალური ბინით. მახსოვს, ამ ბინას საერთო სამზარეულო და ქვანახშირის ღუმელი ჰქონდა. ზამთრის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე ეზოში დიდი მანქანით ყრიდნენ ქვანახშირს, მერე ჩვენ ვეზიდებოდით და ასე ვთბებოდით. ძალიან კარგი მეზობლები გვყავდა და კარგი ურთიერთობაც გვქონდა. მეჩნიკოვის ქუჩიდან, საბურთალოზე გადავედით, მამას და ლენა ყიფშიძეს ვაჟა-ფშაველას 22 ნომერში, სამედიცინო უნივერსიტიტს წინ, მისცეს ბინები და იქ გადავსახლდით.

უკვე დიდი ვიყავი, როცა მამა სომხების პირველი გამაერთიანებელი მეფის დავით-ბეგის როლში გადაიღეს და სერიოზული, საკავშირო-საიუბილეო ჰონორარი გადაუხადეს, სწორედ იმ თანხით შეიძინა ეს ბინა, ახლა სადაც ვართ. ესეც კომუნალური სახლი იყო. დერეფნული სისტემით, აქეთ-იქით ოთახებით, საერთო აბაზანითა და სამზარეულოთი. მამამ აქედან 9 ოჯახი გაიყვანა, ზოგს ერთოთახიანი მისცა, ზოგს - ოროთახიანი. ბევრი იწვალა, რომ ეს ფართი გაეერთიანებინა. რემონტი რომ უნდა დაგვეწყო, მომაყვანინა ჩემი ძმაკაცები, უროებით დაგვანგრევინა ყველა კედელი, გაგვასუფთავებინა და მერე დაიწყო მშენებლობა. თვითონ მშენებელი იყო და საოცარი გახლდათ მისი და ხელოსნების ურთიერთობა. 2 კვირაში ერთხელ ხელოსნები იცვლებოდნენ, მამაჩემს მათი გაკეთებული რამე მოსწონებოდა - არ არსებობდა. ერთი კარგი დურგალი გვყავდა, სერგო, იმას პატივს სცემდა. რაღაცას რომ სჭირდებოდა 2 ტონა ცემენტი, მამა იძახდა - 4 გამოიყენეთო. “ავადმყოფობა სჭირდა”, ყველაფერი ბევრი უნდა გაეკეთებინა.... აქ რომ რამის გათხრა დაგჭირდეს, ტანკი უნდა მოიყვანო, ყველაფერი ისეა გაკეთებული, ძვრას ვერ უზამ.

- ალბათ, თქვენს სახლს უამრავი ცნობილი ადამიანი, იმ ეპოქის კორიფეები სტუმრობდნენ...

- მეჩნიკოვის ქუჩაზე რომ ვცხოვრობდით, სახლი თეატრთან ახლოს იყო და როცა რეპეტიციებს შორის პატარა ფანჯარა ჰქონდათ, ხშირად მოდიოდნენ მამას მეგობრები, კოლეგები. ხატოვნად მახსოვს რაჯ კაპურის და ზიტას ჩამოსვლა თბილისში, ჩვენთანაც იყვნენ სახლში, სადღაც ფოტოც მაქვს - კისერზე ვაზივარ რაჯ კაპურს. ევრიპიდეს “მედეაში” მამა იაზონს თამაშობდა, მედეა კი ცნობილი ბერძენი ტრაგიკოსი ასპაზია პაპატანასიუ იყო, მისი სტუმრობაც მახსოვს.

მამას ძალიან უყვარდა ქეიფი, სტუმარი და დედაჩემი სულ გაწამაწიაში იყო. ედიშერის ერთ-ერთი მეგობარი გურჯაანის ღვინის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი გახლდათ, რომელსაც მერე შვილიც მოუნათლა. ყველა დღესასწაულზე ის უგზავნიდა წარაფს - ისეთი ძლიერი ღვინო იყო, სამ ჭიქაში ძირს ყრიდა ხალხს. ამ წარაფს რამაზ ჩხიკვაძე “თავაზიან ღვინოს” ეძახდა, გეტყვით, რატომ: განაგრძეთ კითხვა

"კაწრო" გვარამიას ეთიკის ქარტიაში უჩივის

BTU-ს სტუდენტის მიერ შექმნილი ფრილანსერული პლატფორმა საქართველოში დასაქმების პროცესის გამარტივებას შეუწყობს ხელს

ფილტვის კიბო - დროა, თვალი გავუსწოროთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას ონკოლოგიაში