აზერბაიჯანში დღეს ახალ პრეზიდენტს ირჩევენ

აზერბაიჯანში დღეს ახალ პრეზიდენტს ირჩევენ

აზერბაიჯანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტის პოსტისთვის რვა კანდიდატი იბრძვის. ოპოზიციური პარტიები „ეროვნული საბჭო“, „მუსავატი“ და „სახალხო ფრონტის პარტია“ საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.

აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კენჭს მეოთხე ვადით იყრის. საპრეზიდენტო კანდიდატების სრული სია კი ასე გამოიყურება: ჰუდრათ ჰასანგულიევი („ერთიანი აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი“), არაზ ალიზადე („აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიული პარტია“), ფარაჯ გულიევი („აღორძინების ეროვნული მოძრაობა“), რაზი ნურულაევი („ფრონტისტების საინიციატივო ჯგუფი“), ჰაფიზ გაჯიევი („თანამედროვე მუსავატი“), სარდარ მამედოვი („აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტია“) და უპარტიო კანდიდატი ზაჰიდ ორუჯი.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი 7 წლის ვადით აირჩევა. აქამდე პრეზიდენტს 5 წლით ირჩევდნენ.

ბაქოში აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებში

დიდ ბრიტანეთში შტორმს 2 ადამიანი ემსხვერპლა - უახლოეს დღეებში შტორმის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდებიან

ძალიან პოპულარული გავხდი ამერიკაში, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი - ვლადიმერ ზელენსკი