როგორი იქნება მომდევნო კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის და ვისთვის იწყება წარმატებული პერიოდი

როგორი იქნება მომდევნო კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის და ვისთვის იწყება წარმატებული პერიოდი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო დღეების ასტროლოგიური ასპექტების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას უდავოდ მერკურის რეტროგრადულობიდან გამოსვლა წარმოადგენს. 15 აპრილს მერკური უკუსვლითი მოძრაობიდან ისევ დირექტულ მიმართულებაზე გადადის და ჩვენც მასთან ერთად, ახალი შემართებებით ვაგრძელებთ წინსვლას. ახლა, როდესაც კიდევ ერთხელ, ხელახლა გვიწევს უკვე განვლილი გზისთვის თვალის გადავლება, არც თუ ისე იშვიათად ასეთ დროს თვალში საცემი ხდება ხოლმე ის შეცდომები, რაც რეტროგრადულობის პერიოდში დავუშვით. შესაძლოა გაირკვეს, რომ ადამიანები, რომლებთანაც ახალი კონტაქტები დავამყარეთ, არცთუ ისე სანდონი აღმოჩნდნენ, როგორც ეს თავიდან გვეგონა. გაირკვეს ასევე, რომ ხელშეკრულებაში, რომელიც მერკურის რეტროგრადულობის მიუხედავად მაინც გავაფორმეთ, რაღაც უზუსტობებია გაპარული და ასე შემდეგ. ახლა, როცა მერკური წისვლითი გახდება, ჩვენ ამ დაშვებულ შეცდომებზე მოგვიწევს მუშაობა. სამაგიეროდ, მათ ვისაც პირად რუკაში მერკური დირექტული ჰყავს, უკვე თამამად შეეძლებათ ახალი ნაცნობობების წამოწყებაც, საჭირო საბუთების გაფორმებაც, ბევრად უფრო გაუიოლდებათ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებაც და გონებრივი სამუშაოების შესრულებაც.

მშვენიერი დრო დგება სწავლა-განათლების მისაღებად, სამოგზაუროდ, განსაკუთრებით კი მოკლე მანძილზე. თუ მივლინებაში წასვლას გთავაზობენ - ესეც კარგია. მოკლედ, გამოიყენეთ ყველა თქვენი მერკურიანული შანსი!რეტროგრადული მერკურის პატრონებს კი კვლავ დროებით დაპაუზება და ივლისის ბოლომდე მოთმინებით აღჭურვა მოუწევთ, რადგან მათთვის მერკურის თემები ამ პლანეტის დირექტულობის დროს დამუხრუჭებულად მიმდინარეობს. 25 ივლისიდან მორიგი რეტროგადულობის პერიოდში მათთვის კვლავ გზა ხსნილი იქნება.

ახლა კი ისევ ამ კვირას დავუბრუნდეთ, მითუმეტეს. რომ საოცრად კარგი, ჰარმონიული ასპექტებით დახუნძლული პერიოდი გველის წინ და არ მინდა რამე გამოგრჩეთ. ერთადერთი ნეგატიური ასპექტი ამ კვირაში ოთხშაბათს, 11 აპრილს გვექნება. ეს გახლავთ მზის კვადრატურა პლუტონთან. სამაგიეროდ ამავე დღესვე ვენერასა და მარსის დადებითი ასპექტიც შედის თავის ზემოქმედების პიკში. გარდა ამისა, 11 რიცხვამდე ინერციით მოჰყვება ვენერა-სატურნის ტრინის დადებითი ენერგია.

ახლა კონკრეტულად - რას მოიტანს ეს კომბინაცია და ვიზე ექნება ზეგავლენა

კვირის დასაწყისი ერთდროულად იქნება დადებითი და კრიტიკული სიტუაციების მომცველი. პირად ურთიერთობებში მომატებული სექსუალური მიზიდულობის ფონზე არაა გამორიცხული ეჭვიანობის და აგრესიული ქცევების მატებაც. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანებს სურვილი უჩნდებათ, ყველა თავის ნებაზე ატარონ. რაც, ცხადია, ასე იოლი გასაკეთებელი როდია, ყოველთვის არ გვითმობენ, მითუმეტეს- ყველანი. შესაძლოა ახლობელი ადამიანები უფრო ჯანსაღად აფასებდნენ სიტუაციას და გვაფრთხილებდნენ მოსალოდნელი რისკების შესახებ. ამ დროს არ ღირს რაიმე ავანტურაში ჩაბმა, მითუმეტეს ისეთში, რომელსაც კანონსაწინააღმდეგო ხასიათი აქვს, ან ჩვენი უფროსობის წინააღმდეგ არის მიმართული. მინიმუმამდე დაიყვანეთ კომერციული და საქმიანი აქტიობების რიცხვი. მოერიდეთ სახალხო თავშეყრის ადგილებზე ყოფნას. ნეგატივი შეეხებათ მათ, ვისაც მზე ვერძის ნიშანში ჰყავთ, ასევე ცეცხლის სტიქიის სხვა წარმომადგენლებსაც - ლომებს და მშვილდოსნებს, ამავდროულად კვირის პირველი ნახევარი შესაძლოა რთული იყოს მათთვისაც, ვისაც პირადი პლანეტები ან ნიშნების 20-25 გრადუსის ფარგლებში ჰყავთ.

მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის ეს კვირა ბევრად უფრო პოზიტიური იქნება, განსაკუთრებით კი კუროებისათვის, რადგან ამ ნიშანში ახლა ვენერა მოძრაობს და მას ფრიად დადებითი ასპექტები აქვს ცალკე მარსთან და ცალკე ნეპტუნთან, რითაც ერთგვარ სამკუთხედს წარმოქმნის, ეს მიუთითებს გაზრდილ ინტუიციაზე, და ესთეტიურობის მოთხოვნილებაზე. ამ დროს ძალზე კარგია ხელოვნებასთან ან ბუნებასთან კონტაქტი, საეკლესიო რიტუალების შესრულება, წინაპართა სულებისათვის ლოცვა, რაც სრულიად შეეფერება ამ დღეების საერთო ფონს და რელიგიურ დატვირთვას.

ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ვენერა ნეპტუნის ჰარმონიული კავშირი ადამიანებში თანაგრძნობის და ლმობიერების გამოჩენის სურვილს აძლიერებს. თუ თქვენ გასული პერიოდის მანძილზე თქვენს ახლობლებთან უტაქტო ქცევა გამოიჩინეთ, სწორედ ახლა ძალზე შესაფერისი პერიოდია მათთვის პატიების სათხოვნელად და მიტევების მისაღებად. ამასთან დაკავშირებით იმასაც დავძენდი, რომ ზოგადად ეს დღეები ჩადენილი ცოდვების მონანიებისათვის ძალზე შესაფერისი პერიოდია. შეიძლება ითქვას რომ ამ კვირაში ჩვენს მიერ აღვლენილი ლოცვა პირდაპირ ადის დანიშნულების ადგილზე.

14 რიცხვში ანუ შაბათს, კიდევ 2 ჰარმონიული ასპექტი აღწევს თავის პიკს - იუპიტერის სექსტილი პლუტონთან და მარსის სექსტილი ნეპტუნთან.პირველი მათგანი - იუპიტერისა და პლუტონის ასპექტი ძალზე საგულისხმოა. ფაქტიურად ის მთელი აპრილის თვის მანძილზე ფონად უდევს სხვა ასპექტებს. და ხელს უწყობს ერთობლივი ბიზნესის მოგვარების საკითხებს, შესანიშნავი დროა ფართე მასშტაბიანი პროექტების განსახორციებელად, საბანკო ინვესტიციებში, საგადასახადო ან სადაზღვევო თემატიკაში, ასევე განათლების სფეროში რეფორმების გასატარებლად. ინდივიდუალურ ჭრილში კი ეს ასპექტი შესაძლოა ნაკლებ მუშაობდეს, თუმცა გარკვეულ დადებით ძვრებს მოუტანს მორიელებს და თხისრქებს, ასევე მათ ვისაც იუპიტერი წყლის ნიშნებში ჰყავთ. ეს შესაძლოა გამოიკეთოს იმაშიც, რომ თქვენი მონაწილეობა და ჩართულობა საზოგადოებრივ-სოციალურ სფეროებში ბევრად უფრო გამოკვეთილი და აქტიური გახდეს, რამაც თავის მხრივ გაზარდოს თქვენი წინსვლის შანსები.

და ბოლოს - მარსის სექსტილი ნეპტუნთან გაგიძლიერებთ პარტნიორთან სულიერ კავშირს, დაგეხმარებათ გახდეთ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და გამჭრიახები. მისი მეშვეობით მცირე, უმნიშვნელო თაღლითობაც კი დასაშვები გახდება, რაც ხელს შეგიწყობთ უფრო იოლად გახვიდეთ ფონს, ვიდრე თქვენი მეტოქე. ასპექტი წაადგებათ მათ, ვისაც მარსი თხისრქაში ან თევზებში ჰყავთ, და რასაკვირველია თავად თხისრქებსაც და თევზებსაც".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ