"რუსეთის საჰაერო თავდაცვის შენაერთები და დაზვერვა სრულ მზადყოფნაშია"

"რუსეთის საჰაერო თავდაცვის შენაერთები და დაზვერვა სრულ მზადყოფნაშია"

რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შენაერთები და დაზვერვა სრულ მზადყოფნაშია, - ამის შესახებბ ჟურნალისტებს დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ შამანოვმა განუცხადა. მისი თქმით, მზადყოფნა აშშ-ის მხრიდან სირიაში მოსალოდნელი იერიშს უკავშირდება.

მსოფლიოში საქმის ვითარება შეშფოთებას იწვევს, მდგომარეობა სულ უფრო ქაოტური ხდება, მაგრამ რუსეთი იმედოვნებს, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და მთელი მსოფლიო სისტემა დასტაბილურდება და პროგნოზირებადი გახდება. ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„შეუძლებელია მსოფლიოში საქმის ვითარება შეშფოთებას არ იწვევდეს. მსოფლიოში არსებული ვითარება სულ უფრო ქაოტური ხდება. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ბოლოს და ბოლოს ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და საერთაშორისო ურთიერთობები კონსტრუქციულ კალაპოტში გადავა, მთელი მსოფლიო სისტემა გაცილებით სტაბილური და პროგნოზირებადი გახდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა 17 ქვეყნის ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე.

გუშინ ასევე განცხადება გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მდივნმა ჯეიმს მატისმა, რომლის თქმით, პენტაგონი უკვე მზადაა სირიაზე დარტყმისთვის ვარიანტების წარმოსადგენად, სავარაუდო ქიმიურ დარტყმაზე საპასუხოდ, მაგრამ, მისივე განმარტებით, აშშ და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ აგროვებენ ინფორმაციას. დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ სირიაში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე სერიოზულ პასუხს გასცემს ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში. გუშინ კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. „რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე