ავტორი:

რას იზამს ტრამპი? - მსოფლიო აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია

რას იზამს ტრამპი? - მსოფლიო აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა სირიაში არსებული კრიზისის გამო, 14 აპრილს სან-ფრანცისკოში Commonwealth Club-ის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება, ”სამოქმედო გეგმებში შესული ცვლილებების გამო" შეცვალა.

უფრო ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა ამერიკის სამიტზე, პერუს დედაქალაქ ლიმაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა... თეთრი სახლის ცნობით, ტრამპი სირიაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმის გამო, საპასუხო ზომებს ამზადებს. თუმცა, თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის განცხადებით, დონალდ ტრამპი დამასკოზე შესაძლო თავდასხმის გარდა, სხვა შესაძლებლობებსაც განიხილავს. ასევე ცნობილი ხდება, რომ თავდასხმის განხორციელების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ არის მიღებული - სირიის წინააღმდეგ მოქმედებების ვადა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

სანდერსი ადასტურებს, რომ სირიაში მომხდარ სავარადო ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას სირიის მთავრობასა და რუსეთს აკისრებს.

CNN-ის ცნობით, შესაძლოა, სირიაში თავდასხმების განხორციელება, კვირის ბოლოსთვის იყოს დაგეგმილი. მისი ინფორმაციით, 11 აპრილს, სირიის წინააღმდეგ ავიაიერიშების განხორციელების შესაძლებლობა ამერიკის პრეზიდენტმა ჯეიმს მატისთან და გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, ჯოზეფ დანფორდთან ერთად განიხილა და ამ საკითხზე მსჯელობა ახლაც გრძელდება.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჯეიმს მატისის განცხადებით, პენტაგონი უკვე მზადაა სირიაზე დარტყმისთვის ვარიანტების წარმოსადგენად, სავარაუდო ქიმიურ დარტყმაზე საპასუხოდ, მაგრამ, მისივე თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ აგროვებენ ინფორმაციას. „ჩვენ ჯერ კიდევ ვაფასებთ დაზვერვას, საკუთარ თავს და ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამაზე“, - აღნიშნა მატისმა.

BBC-ი თეთრი სახლის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებას. მაიკლ პომპეო, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინა, ამბობს, რომ რუსეთის აგრესიის გამო, მოსკოვთან “რბილი პოლიტიკის პერიოდი დასრულდა“.

ყოფილი კონგრესმენის თქმით, - “რუსეთი კვლავაც აგრძელებს აგრესიულად მოქმედებას, გრძელვადიანი რბილი პოლიტიკის გატარება ამ აგრესიის მიმართ, ახლა დასრულდა” - განაცხადა მან და დასძინა, რომ ასევე აპირებს სენატორებს შეახსენოს, “ამერიკას ჰყავს ძლიერი შეიარაღებული ძალები” და დროა ისინი ბირთვული ძალების განახლების პროცესში ჩაერთონ.

“ჩვენ დავაწესეთ ძალიან მკაცრი სანქციები, გავაძევეთ ქვეყნიდან რუსი დიპლომატები და მათი მოკავშირე ჯაშუშები. მათი რაოდენობა ცივი ომის პერიოდში რეკორდული იყო, თუმცა, ეს მის შესაჩერებლად, საკმარისი არ აღმოჩნდა... რუსეთი ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის და ეს საფრთხე დონალდ ტრამპმა ძალიან სწორად განსაზღვრა” - მიიჩნევს პომპეო.

ამასთან, როგორც The Telegraph წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ სირიისკენ ბრიტანული წყალქვეშა ნავების გაგზავნის ბრძანება გასცა. გამოცემის ინფორმაციით, 12 აპრილს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სირიის ქალაქ დუმაში ქიმიურ შეტევაზე ლონდონის ოფიციალურ პასუხზე სამსჯელოდ მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.

„სავარაუდოდ, მთავრობა მხარს დაუჭერს მეის გადაწყვეტილებას და დიდი ბრიტანეთი შეუერთდება აშშ-ს მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს. თუმცა, ჩვენი წყაროები აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად აშშ-სა და საფრანგეთთან მოლაპარაკებების გაგრძელებაა საჭირო“, - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია ისიც, რომ РИА Новости-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დონალდ ტრამპმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა “სირიის კრიზისი” სატელეფონო საუბარში განიხილეს. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ სირიის გარშემო მუდმივ კონტაქტს შეინარჩუნებდნენ. რუსული მედია წერს, რომ ერდოღანმა კიდევ ერთხელ უღალატა რუსეთს, რადგან მისთვის მეტად მნიშვნელოვან საქმეზე ერდოღანმა ტრამპთან პუტინის ზურგს უკან ისაუბრა.

ცოტა ხნის წინ კი დონალდ ტრამპმა ტვიტერზე ახალი განცხადება გაავრცელა. "არასოდეს მითქვამს თუ როდის განხორციელდება დარტყმა სირიაზე. ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მალე, ან არც თუ ისე მალე" - დაწერა მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-მ რეგიონის „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლების უდიდესი სამუშაო განახორციელა. „სად არის „მადლობა, ამერიკა?“ - წერს ტრამპი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე