ბრედისა და პროფესორის რომანი - მსახიობი ღამით ოქსმანთან რჩება

ბრედისა და პროფესორის რომანი - მსახიობი ღამით ოქსმანთან რჩება

ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ 1.5 წელი გავიდა და თუ ბრედ პიტის ახლობლებს დავუჯერებთ, მსახიობი ახლა ისეთი ბედნიერია, როგორც არასოდეს.

ჟურნალთან People's პიტთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ 54 წლის ვარსკვლავი უკვე ძალიან ჰგავს „ძველ, მომხიბვლელ ბრედს“.

„ანჯელინასთან დაშორება მისთვის შოკისმომგვრელი იყო, თუმცა ახლა საკუთარ თავზე ზრუნვა კვლავ დაიწყო. ის ძალიან ბედნიერია,“ - ამბობს წყარო.

ბრედი ცოტა ხნის წინ ბეისბოლის მატჩს დაესწრო, ის შესანიშნავად გამოიყურებოდა და მუდმივად იღიმოდა.

ამასთან, ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ მის რომანზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორთან, ნერი ოქსმანთან. ჟურნალისტები ამბობენ, რომ 42 წლის პროფესორმა ბრედს მისცა კემბრიჯში მდებარე მისი სახლის გასაღები, სადაც პიტი ღამით რჩება.

"უკვე რამდენჯერმე დააფიქსირეს, როგორ შედის პიტი მის სახლში ღამით და სახლს დილით ტოვებს, მას შემდეგ, რაც ნერი ლექციების წასაკითხად ინსტიტუტში მიდის," - ამბობს US Weekly-სწყარო.

მისივე ინფორმაციით, ნერი საჭმელს არ ამზადებს და წყვილი ვახშამს მის საყვარელ რესტორანში უკვეთავს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ