გაერო-ში რუსეთის ელჩი - ორი ზესახელმწიფოს შეტაკების რისკი არსებობს

გაერო-ში რუსეთის ელჩი - ორი ზესახელმწიფოს შეტაკების რისკი არსებობს

მოსკოვი იმედოვნებს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები და სამხედროები საღ აზროვნებას გამოიჩენენ და რუსეთსა და აშშ-ს შორის შეტაკებას არ დაუშვებენ, - ამის შესახებ ტელეარხ Россия 24-ის ეთერში გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მხარეებს შორის რაღაც კონტაქტებს აქვს ადგილი. ჩვენ არა მხოლოდ ამერიკელი პოლიტიკოსების, არამედ ამერიკელი სამხედროების საღი აზრის იმედი გვაქვს, რომლებსაც კარგად ესმით თუ რა რისკები მოჰყვება ორი ზესახელმწიფოს შეტაკებას. ამის რისკი არსებობს“, - განაცხადა გაერო-ში რუსეთის ელჩმა.

დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭო სხდომას გამართავს, რომელსაც გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დაესწრება. სხდომაზე განხილული იქნება სირიის ირგვლივ შექმნილი ვითარება.

7 აპრილს, ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა. აშშ-მ აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ასადის რეჟიმს დააკისრა. ოფიციალური დამასკო ამგვარ ბრალდებებს უარყოფს.

დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ სირიაში ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში სერიოზულ პასუხს გასცემს. თავის მხრივ, ლიბანში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ზასიპკინმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გამოშვებული. აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე