სამი ქალის წარმატების ისტორია - "ნიკორა", როგორც კარიერული ტრამპლინი

სამი ქალის წარმატების ისტორია - "ნიკორა", როგორც კარიერული ტრამპლინი

2018 წელს „ნიკორას“ 20 წელი შეუსრულდა. კომპანიამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა ორიგინალურად დაიწყო - 4 000-ზე მეტ თანამშრომელს მადლიერების ნიშნად „ნიკორა ტრეიდის“ აქციები საჩუქრად გადასცა და თითოეული თანამშრომელი აქციონერი გახდა.

„ნიკორა“ ერთ-ერთი მსხვილი და სტაბილური დამსაქმებელია, კომპანიის წარმატებაში კი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქალები. რამდენიმე წელს ითვლის 3 ახალგაზრდა, ძლიერი და წარმატებული ქალის ისტორია „ნიკორაში“.

სს „ნიკორას“ ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი თათია ბაკაშვილი, კომპანიის მთავარი იურისტი ლიკა ზაალიშვილი და „ნიკორას“ ხორცპროდუქტების-ნედლეულის შემსყიდველი ნინი ბერიანიძე - მათ კომპანიაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებები აბარიათ.

Hr თამარ ბაკაშვილი, მეორე შვილს ელოდება, თუმცა ახლაც „ნიკორაში“ ყოფნა და ყოველდღიური საქმიანობა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. იურისტმა ლიკა ზაალიშვილმა ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს ხელშეკრულებას - ქორწინებას ხელი უკვე მოაწერა და მისი რჩეული ასევე „ნიკორას“ თანამშრომელია. ხორცპროდუქტების ნედლეულის შესყიდვების დირექტორი ნინი ბერიანიძე აღნიშნავს, რომ „ნიკორა“ არის სივრცე, სადაც მის მიმართ ნდობა გამოიჩინეს და 21 წლის ასაკში, საპასუხისმგებლო საქმე მიანდეს, ისე რომ არცერთი წუთით თანადგომის გარეშე არ მიუტოვებიათ.

თამარ ბაკაშვილი „ნიკორას“ გუნდის წევრი 5 წლის წინ გახდა და 3 წლის მანძილზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ერთ-ერთ მიმართულებას ხელმძღვანელობდა. როგორც თამარი აღნიშნავს, მოგვიანებით კომპანიამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა, რადგან მისი ამჟამინდელი პოზიცია შესთავაზა.

„პასუხისმგებლობამ დამაფიქრა, საკუთარ თავს შეკითხვა დავუსვი, როგორ გავართმევდი თავს და გავამართლებდი ნდობას, რომელიც მე ჩემმა კომპანიამ გამომიცხადა, მაგრამ ვიცოდი რა, რომ გვერდით ძლიერი გუნდი მყავდა, მივიღე გადაწყვეტილება და დღეს, ერთიანი ძალისხმევით ვმუშაობთ კომპანიის წარმატებისთვის“, - ამბობს თამარი.

- როგორია თქვენი საქმიანობა „ნიკორაში“?

- ჩემი დეპარტამენტი ჰოლდინგის შვილობილ კომპანიებს უწევს HR-მომსახურებას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კომპანიას დასახული სტრატეგიული გეგმებისა და წარმატების მიღწევაში, რაც გარდაუვალია, ძლიერი, მყარი ადამიანური რესურსის გარეშე.

- რამდენად დატვირთულია ყოველდღიური რეჟიმი და როგორ უმკლავდებით მას?

- „ნიკორას“ გუნდს საქმიანობა იმდენად შესისხლხორცებული აქვს, რომ სამუშაო რეჟიმი არათუ დამქანცველი, არამედ სასიამოვნო პროცესია; კომპანიის მასშტაბისა და სწრაფი განვითარების ტემპიდან გამომდინარე, მუდმივად ახალი ამოცანების წინაშე ვართ, მაგრამ როცა საყვარელ საქმეს ემსახურები სირთულეები აზარტულ გამოწვევებად იქცევა. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ კომპანია აფასებს თითოეულ თანამშრომელს და მათ პოტენციალს, ამიტომ არის გარემო ძალიან ახლობელი და ამიტომაც დილით სამსახურში მოსვლა ყოველდღიური მოტივაციაა.

ლიკა ზაალიშვილი ჯერ კიდევ მაგისტრატურის სტუდენტი იყო, როცა „ნიკორას“ გუნდს შეუერთდა და მას შემდეგ 8 წელია მისი წევრია. თავდაპირველად, ლიკა იურისტის ასისტენტის პოზიციაზე დასაქმდა, 6 თვეში დაწინაურდა და იურისტის თანამდებობა დაიკავა, ხოლო წელიწადნახევარში ხელმძღვანელი გახდა.

- როგორი იყო მომენტი, როცა კომპანიამ ისეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაკავება შემოგთავაზათ, როგორიც იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელობაა?

- ეს იყო უდიდესი გამოწვევა და რომ არა კომპანიის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა, არსებული სამუშაო გარემო, შესაძლოა ამგვარი რისკი 23 წლის ასაკში ვერ გამეწია. მთლიანი გუნდის თანადგომა და ხელშეწყობა ჩემთვის დიდი სტიმული იყო და ასეა დღესაც.

ნინა ბერიანიძე „ნიკორას“ შვილობილი კომპანიის, შპს „მულტიტრეიდის“ დირექტორია. „კავკასიის უნივერსიტეტში“ ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ნინა „ნიკორაში“ ოფის-ადმინისტრატორის პოზიციაზე დასაქმდა, რის შემდეგაც, სულ მალე, კომპანიამ მას რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა. მომდევნო პოზიცია შესყიდვების სპეციალისტი იყო. ამავე პერიოდში შესყიდვების სამსახური შპს-დ ჩამოყალიბდა, სადაც ნინამ უკვე შესყიდვების მენეჯერის პოზიცია დაიკავა, შემდეგ კი, დირექტორად დაინიშნა. უკვე 9 წელია, რაც ის „ნიკორას“ გუნდის წევრია და წარმოების ნედლეულით მომარაგებას უზრუნველყოფს.

- როგორია ერთი შეხედვით, ქალბატონისთვის არც ისე ახლოს მდგარი სპეციალობა?

- ეს იყო მიმართულება, რომელიც ლოგისტიკის მრავალფეროვნების კუთხით მაინტერესებდა. კომპანიის მასშტაბებიდან გამომდინარე, ბევრია სირთულე, პასუხისმგებლობა, რადგან კონტაქტი გვაქვს მსოფლიოს წამყვან ნედლეულის მწარმოებლებთან და უზრუნველვყოფთ უმსხვილეს გარიგებებს...

ინტერვიუ ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის მარტის ნომერში...

იხილეთ ვიდეო

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის