ავტორი:

ვის ექნება უპირატესობა რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების შემთხვევაში - ექსპერტები სამხედრო პოტენციალზე მსჯელობენ

ვის ექნება უპირატესობა რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების შემთხვევაში - ექსპერტები სამხედრო პოტენციალზე მსჯელობენ

NDI-ის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 41%-ს მიაჩნია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები, ამერიკაზე ბევრად ძლიერია; ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი წლებია რჩება იმ აზრზე, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საბჭოთა წლებიდან მოყოლებული ზრუნავდა სამხედრო შეიარაღებისა და ზოგადად, ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე.

ბოლო ხანებში რუსეთსა და დასავლეთს შორის გამწვავებულმა დაპირისპირებამ, ყოველთვის აქტუალური საკითხი, რომელ სახელმწიფოს რა სამხედრო პოტენციალი აქვს, უფრო საინტერესო გახადა.

ამ თემის შესახებ, როგორც რუსი, ისე ამერიკელი ექსპერტები დიდი ხანია მსჯელობენ და თავიანთი არგუმენტების გამტკიცებას ცდილობენ.

სამხედრო-საზღვაო საკითხებში კენანის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი, მაიკლ კოფმანი მიიჩნევს, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირება რუსეთ-ბელორუსიის სამხედრო სწავლება Запад-2017-ზე სცადა, რომელმაც მაშინ (და ახლაც) ბალტიისპირეთის ქვეყნები რეალურ საფრთხეებზე ალააპარაკა.

კოფმანის თქმით, ბალტისპირეთის საზღვარზე წარმოდგენილი შეიარაღებით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთმა მხოლოდ თავდაცვითი სისიტემები წარმოადგინა.

"თუმცა, ბოლო დროინდელი, თუნდაც ურკაინისა და სირიის საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, რუსეთმა დაინახა, რომ ევოლუცია და სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაცია საჭიროა და გვიან, მაგრამ მაინც დაიწყო...".

თუმცა, რეფორმების კვალდაკვალ, რუსული მედია მუდივად წერს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან მათ შორის, სამხედრო ავიაციიდან რუსი ოფიცრები გარბიან. მათი დიდი ნაწილი ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში ან სამოქალაქო ავიაციაში ცდილობს მოხვედრას...

ერთი სიტყვით, კოფმანის შეფასებით, ამერიკასთან სამხედრო შეტაკების შემთხვევაში, რუსეთის მთავარ ძალად, ჰაერსაწინააღდმდეგო სისტემები რჩება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ წესების დაღვევით თამაშს შეჩვეულმა სახელმწიფომ ბირთვული იარაღიც გამოიყენოს. სამხედრო მიმომხილველის თქმით, ამ შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში, ბალტისპირეთი დაზარალდება.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, რომელსაც რენდის კორპორაციის წარმომადგენლის, სკოტ ბოსტონის ციატანა მოჰყავს, გრძელვადიანი კონფლიქტის თავიდან აცილებისთვის, რუსეთს სურს სწრაფად იმოქმედოს და სწრაფადვე დაასრულოს შეტევა. "

ეს ტაქტიკა მან ყირიმში გამოიყენა, ასევე საბჭოთა კავშირის წლებში, ავღანეთში შეჭრისას და უფრო ადრე, 1968 წელს, პრაღაში შეჭრისას" - წერს "ამერიკის ხმა".

The National Interest-სთან საუბარში სამხედრო ექსპერტი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გადამდგარი გენერალ-ლეიტანტი ევგენი ბუჟინსკი აცხადებს, რომ თუ ამერიკასა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება მართლა მოხდა, ის დიდხანს არ გაგრძელდება.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ბირთვული იარაღის გამოყენებით დასრულდება.

"მე არ მჯერა, რომ რომელიმე მხარეზე ბირთვული იარაღის გამოყენება-არგამოყენების კონტროლი შესაძლებელი იქნება. ეს ილუზია შეიძლება მხოლოდ ამერიკას ჰქონდეს.." - აცხადებს ის და დასძებს, რომ თუ ვინ გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში, ეს მხოლოდ კონფლიქტის მასშტაბებზეა დამოკიდებული და ასევე იმაზე, თუ ვის უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს.

"ბევრი რამეს აქვს მნიშვნელობა, სტრატეგიას, კონცეფციას, გამოცდილებას... ასევე, იმას, რომელ სახელმწოფოს ვინ ეყოლება მოკავშირე. ისე, კი, არც ერთ მხრეს არ უნდა სურდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ეს მხოლოდ რუსეთ-ამარეკის პრობლემა არ იქნება..."- წერს ბუჟინსკი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე