ავტორი:

"რას უნდა ველოდოთ ტრამპისგან? ყველაფერს..." - რუსი ექსპერტების პროგნოზები ამერიკის სავარაუდო ნაბიჯებსა და რუსეთის საპასუხო ქმედებებზე

"რას უნდა ველოდოთ ტრამპისგან? ყველაფერს..." - რუსი ექსპერტების პროგნოზები ამერიკის სავარაუდო ნაბიჯებსა და რუსეთის საპასუხო ქმედებებზე

"აშშ მზად არის ახალი იერიშისთვის, თუ სირია კვლავ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს... მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით ასადის მფარველებზე, ირანზე და რუსეთზე, ვლაპარაკობდით იმ საზარელ ფაქტზე, რასაც ქიმიური იარაღის გამოყენება ჰქვია. საუბრის დრო ამოიწურა და ჩვენ მოქმედება დავიწყეთ, რათა არ დაგვეშვა მომავალში ქიმიური იარაღის გამოყენება" – ეს განცხადება გაეროში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ გააკეთა.

რა რეაგირება მოჰყვება რუსეთის მხრიდან ამერიკული კოალიციის დარტყმას სირიაზე, ამის შესახებ რუს სამხედრო ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს სხვადასხვანაირი მოსაზრებები აქვთ. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის რუსეთის წარმომადგნლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, ვაშინგტონი, ლონდონი და პარიზი სირიელ ტერორისტებს, რომელთაც ახლა მოღონიერება სჭირდება, პირდაპირ ამაში ეხმარებიან. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯები მიუღებელი და გაუმართლებელია.

"ამერიკა, ბრიტანეთი და საფრანგეთი, რომლებიც თავს ცივილური სამყაროს ნაწილად მიიჩნევენ, ცინიკურად არღვევენ საერთაშორისო სამართალს, რომლის დაცვას მათ გაეროს ორგანიზაცია და ჰელსინკის შეთნახმება ავალდებულებთ..." – წერს რუსი მაღალჩინოსანი.

სამხედრო ექსპერტი ბორის დოლგოვი მიიჩნევს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური კომისია, რომელიც ავიადარტყმების შედეგებს შეისწავლის.

"ჩვენი ინფორმაციით, ამერიკა, სირიაში კიდევ 20-მდე ავაიდარტყმას გეგმავს, მათ შორის, იმ სამხედრო ბაზებზე, რომელიც ქიმიური იარაღის წარმოებასთან კავშირშია. თუმცა, ეს უკვე მეორე ვარიანტია, მაგრამ გამართლება არც ამას არ აქვს, ისევე, როგორც 14 აპრილის ქმედებას... ასევე არსებობს ცნობები, რომ ლოკალური დარტყმების გარდა, მის მთავარ ინტერესს სირიიის ავიაბაზა წარმოადგენს, საიდანაც აფრიდნენ ან შესაძლოა აფრენილიყვნენ ის თვითმფრინავები, რომელმაც აღმოსავლეთ ღუტა ქიმიური იარაღით დაბომბეს. კიდევ ერთი, ინფორმაციით, ამერიკას სურს დაბომბოს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ, დამასკოს ის რეგიონები, სადაც ასადის მმართველობა იმყოფება და სადაც რუსეთის წარმომადგენლობაა განლაგებული. ეს კი უკვე საკმაოდ სახიფათო ნაბიჯია, რომელსაც რუსეთი უპასუხოდ ვერ დატოვებს და სერიოზულ კონფქლიტს გამოიწვევს. სხვა საკითხია, აწყობს თუ არა ეს ამერიკას. იმედია, ამერიკასა და დანარჩენ ქვეყნებში მიმდინარე აქციები დაანახებს მათ, რომ ომი არ გვიჭრდება..." - მიაჩნია მას.

რაც შეეხება საპასუხო ქმდებებს, მისივე თქმით, ეს შეიძლება იყოს, სირიისა და რუსეთის მხრიდან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გამოყენება და "ასეთი სახის სამხედრო ქმდებების დროს, სულაც არ არის გამორიცხული, რომელიმე მეზობელი ქვეყანაც დაზიანდეს, რადგან იმ სარაკეტო სისტემას, რომელსაც ამერიკა იყენებს, ცდომილება ახასიათებს. ასე რომ, ჩვენთვის გაუგებარია, რას დაუჭირა მხარი თურქეთმა, რომელიც არაფრისგან არ არის დაზღვეული... რაკეტები ნებისმიერ შემთხვევაში განადგურებული იქნება და რუსეთის მეთაურობა ამაზე იზრუნებ. იმედია ამერიკულ მხარეს ამაზე ნაფიქრი აქვს, გონიერება ეყოფა და ვითარებას ასეთ გამწვავევამდე არ მიიყვანს" – წერს რუსი სამხედრო ექსპერტი.

კიდევ ერთი სამხედრო ანალიტიკოსის, ვლადიმირ ფიტინის შეფასებით, იმაზე, თუ რას უნდა ელოდოს მსოფლიო, ასეთი პასუხი აქვს:

"ყველაფერს უნდა ველოდოთ... ტრამპმა უკვე მოახდინა თავისი სამხედრო სტრუქტურებისა და ჩანაფიქრების დემონსტრირება და ამის შემდეგ, რას მოიმოქმედებს ის, მხოლოდ გამოცანად რჩება. ის დაპირდა ჩრდილოეთ კორეას, რომ თუ არ შეწყვეტს ბალისტიკური რაკეტების მიმართულებით მუშაობას, ის "კიმ ჩენ ინის პრობლემებს" თავად მიხედავს. არადა, არც ისე დიდი ხნის წინ, ისინიც თითქოს შეთანმხდნენ. თუმცა, ტრამპს გუნება ისე სწრაფად იცვლება, როგორც ბრიტანეთის ამინდი - ხან მოღრუბლულია, ხანაც გამოიდარებს, ხან თოვს, ხანაც წვიმს... გააჩნია. ის არ არის სტაბილური, ისევე, როგორც მისი ადმინისტრაცია. ახლა იმედია, მასთან სამხედრო მრჩევლები მუშაობენ, რომელთაც შედარებით ფხიზელი გონება აქვთ და ურჩევენ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონფრონტაციას. იმედია, ის ერთხელ მაინც მოიქცევა წინდახედულად და რიტორიკას გვერდზე გადაგდებს და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს" - წერს რუსი სამხედრო ექსპერტი, რომლის თქმითაც, სამხედრო დაპირისპირება, კარგს არავის მოუტანს...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე