კულინარიული შეჯიბრი კომპანიებს შორის - #CHEF მარკეტერი "გემრიელიასგან"

კულინარიული შეჯიბრი კომპანიებს შორის - #CHEF მარკეტერი "გემრიელიასგან"

ჟურნალ „გემრიელიას“ მიერ ორგანიზებულ #CHEF მარკეტერის ტრადიციულ კულინარიულ შეჯიბრებას ამჯერად რესტორანმა „ტერასამ“ უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს. კონკურსანტებმა ჟიურის წინაშე საკუთარი რეცეპტით მომზადებული ბურგერები წარადგინეს.

შეჯიბრებაში მონაწილეობა „დელუქს დეველოპმენტის“, „ბროტმეისტერის“, სასტუმრო „ბაკურიან რეზორტის“, „სლობოდასა“ და „ალტა ოქეის“ წარმომადგენლებმა მიიღეს.

კონკურსანტები დაკისრებულ დავალებას პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და ჟიურის დადებითი შეფასებაც დაიმსახურეს.

ჟიურის შემადგენლობაში რესტორან „ტერასას“ წარმომადგენელი - რესტორატორი ილია ბირთველიშვილი, ჟურნალ „გემრიელიას“ მთავარი რედაქტორი ქეთი ადეიშვილი და ჟურნალ „ბომონდის“ მთავარი რედაქტორი თეა აგლაძე იყვნენ. მათ საუკეთესო კერძი სამი კრიტერიუმის შეჯამებით გამოავლინეს: კრეატიული სახელი, მომხიბვლელი ვიზუალი და გემრიელი ბურგერი.

საუკეთესო ბურგერის მომზადება და თვის შეფ მარკეტერის ტიტულის დამსახურება კომპანია „დელუქს დეველოპმენტის“ წარმომადგენელმა სალომე კენჭოშვილიმა შეძლო.

„რა კერძი უნდა მოგვემზადებინა, სამი დღით ადრე ვიცოდით. წინა დღით სახლში მოვამზადე და ოჯახის წევრებს გავასინჯე. მათგან კი შენიშვნები და რეკომენდაციები მივიღე. ძალიან მინდოდა, კარგი გამომსვლოდა და ჟიურის მოწონება დაემსახურებინა. ძალიან ვეცადე და როგორც ჩანს, გამომივიდა კიდეც. მიხარია, რომ გავიმარჯვე და ფინალში მონაწილეობას მივიღებ“, - გვითხრა სალომე კენჭოშვილმა.

შეჯიბრების ყველა მონაწილეს „ლაბელ მედიქალმა“ სოლარიუმის 50-წუთიანი აბონემენტით დაასაჩუქრა, ასევე გადასცა მთელი წლის განმავლობაში სხვადსხვა პროცედურაზე ფასდაკლების ვაუჩერი. ყველა მონაწილე დასაჩუქრდა „პალიტრა L-ის“ კულინარიული წიგნებით.

რაც შეეხება გამარჯვებულს, მას შოკოლადის ოქროს წიგნი „პალიტრა L-ისგან“, 100 ლარიანი ვაუჩერი რესტორან „ტერასასგან“, „სლობოდას“ პროდუქციის ნაკრები და მთავარი - #CHEF მარკეტერის წოდება გადაეცა. გამარჯვებული მონაწილეობას #CHEF მარკეტერის ფინალურ შეჯიბრებაში მიიღებს.

ფოტო: გვანცა მაღლაკელიძე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს