ოპოზიციონერმა აქტივისტებმა სომხეთის სამთავრობო უწყებების შენობების ბლოკირება დაიწყეს

ოპოზიციონერმა აქტივისტებმა სომხეთის სამთავრობო უწყებების შენობების ბლოკირება დაიწყეს

ოპოზიციონერმა აქტივისტებმა სომხეთის სამთავრობო უწყებების შენობების ბლოკირება დაიწყეს. „ტასის“ ინფორმაციით, მომიტინგეებმა გენერალური პროკურატურის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორის სამინისტროსა და სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის შენობების ბლოკირება მოახდინეს.

ამასთან, ბლოკირებულია ერევნის ძირითადი ქუჩები. პოლიციის ძირითადი ძალები პარლამენტის შენობასთანაა კონცენტრირებული, სადაც ამ წუთებში სპეციალური სხდომა მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი სერჟ სარგსიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

დღეს სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის განხილვა და კენჭისყრაა დაგეგმილი. მომიტინგეებს, რომელთაც ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს, პარლამენტის შენობის ბლოკირება და კენჭისყრის ჩაშლა სურთ. პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში „ხავერდოვანი“ რევოლუციის დაწყების შესახებ განაცხადა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე