ავტორი:

რუსეთი ამერიკული მედიკამენტების შეტანას კრძალავს - "მხოლოდ დეპუტატების ოჯახებს უტოვებენ სიცოცხლის უფლებას..."

რუსეთი ამერიკული მედიკამენტების შეტანას კრძალავს - "მხოლოდ დეპუტატების ოჯახებს უტოვებენ სიცოცხლის უფლებას..."

რუსეთის მიერ აშშ-ს საპასუხოდ დაწესებული სანქციები მედიკამენტებსაც შეეხო. "რუსეთმა გადაწყვიტა სანქციით უპასუხოს ამერიკას, ეს ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული. ათასობით ადამიანი მკურნალობს ამერიკული მედიკამენტებით, რომლის გარშეც უბრალოდ მოკვდებიან" - ასე ეხმიანებიან რუსი მედიკოსები ამერიკიდან მედიკამენტების იმპორტის აკრძალვას.

16 აპრილს რუსეთის სახელმწიფო დუმაში შევიდა ინიციატივა, ახალი სანქციების შემოღების შესახებ, რომელიც მხოლოდ ამერიკიდან კი არა, მისი მოკავშირე ქვეყნებიდანაც კრძალავს მედიკამენტების შემოტანას. საქმე ეხება იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავადმყოფებისთვის და რომლის ანალოგი რუსეთში მხოლოდ ფორმალურად მზადდება, რადგან რუსული წარმოების მედიკამენტის გამოყენება უშედეგოა.

Лента.ру-ს ცნობით, მუკოვისციდოზით (სისტემური მემკვიდრული დაავადება, რომელიც განპირობებულია გენური მუტაციით) დაავადებულთა ფონდის დირექტორის, მაია სონინას თქმით, სპეციალური ჟანგბადის აკრძალვით ამერიკელები კი არა რუსეთის მოქალაქეები დაზარალდებიან, დუმაში შესული ინციატივის დამტკიცება კი მათთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება. სონინას თქმით, ამ დაავადებას რუსეთში ათეულ ათასობით ადამიანი ატარებს.

"ისინი ამ პრეპარატს მთელი სიცოცხლის განმავლობაში იღებენ და თუ მის შემოტანას ამერიკიდან და ევროპიდან აკრძალავენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი დაიღუპებიან... რუსული წარმოების პრეპარატები რუსეთში კრიტიკას ვერ უძლებენ, რადგან მათ გამოყენებას გართულება მოჰყვება. უამრავი შემთხვევა არსებობს, როდესაც პაციენტს რუსული წარმოების პრეპარატი მიუღია და მდგომარეობა დამძიმებულა... აკრძალვის საფრთხის წინაშეა სხვა, ასევე აუცილებელი პრეპარატებიც, მათ შორის მუკოლიტი "პულმოზიმი" (დორნაზა ალფა), რომელიც ადამიანს სიცოცხლეს უხანძგრძლივებს და რომელსაც რუსული წარმოების პრეპარატებში ანალოგი არ გააჩნია..." - აცხადებს სონინა, რომლის თქმითაც საქმე მხოლოდ პრეპარატებს კი არა, კონცენტრატორებს, ინჰალატორებსა და კომპრესორებს ეხება.

იმ შემთხვევაში თუ დუმა მედიკამენტებს სანქციებს დაუწესებს, მედიკოსები იძულებული გახდებიან, ათასობით პაციენტი, პირდაპირ უცხოეთში გაგზავნონ სამკურნალოდ, რაც შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს, რადგან გრძელ მანძილზე ტრანსპორტირებას თან ახლავს გართულებები.

იმავე პრობლემაზე საუბრობს სამედიცინო ორგანიზაცია "ბავშვის გულების" დირექტორი ეკატარინე ბერმანი: "არც კი ვიცი, რა ვთქვა, - ეს არის ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. როგორ შეიძლება ავკრძალოთ სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები, მაშინ, როდესაც მას თავად ცუდად აწარმოებ? ყოველ მესამე პაციენტს კარდიოსტიმულატორი სჭრიდება, ჩვენ მხოლოდ უცხოური წარმოების იმპლანტებს ვიყენებთ, რადგან რუსულის გარისკვა არ ღირს... ეს იგივეა "მერსედესი" შეცვალო "ზაპოროჟეცით" - აცხადებს ბერმანი, რომლის თქმითაც, იძულებული გახდებიან, პაციენტები უცხოეთში გაგზავნონ, რისთვისაც მესამედსაც არ ეყოფა ფინანსები. განსაკუთრებით, სანქციების შემდეგ, როდესაც ეკონომიკური ვითარება უფრო მეტად გართულდა.

"პაციენტთა უფლებების დამცველი ლიგის" პრეზიდენტის ალექსანდრე სავერსკის თქმით, ქვეყანაში მხოლოდ დეპუტატებსა და მათ ოჯახებს უტოვებენ სიცოცხლის უფლებას. დანარჩენი, ამ ხარჯებს ვერ გაწვდება. ისევ უბრალო ადამიანები დაზარალდებიან... "ეს არის სანქცია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. საერთაშორისო და ჯანდაცვის ნორმების დარღვევა, მათ შორის ბავშვები და შშმ პირები... ჩვენს ბაზარზე საკმაოდ დიდი რაოდენობით ამერიკული პრეპარატია და მათი შემცვლელი არ არსებობს, რადგან იმ პრეპარატების მოლეკულური ფორმულა ყოველთვის სუფთაა და ხარისხიანი... გამოდის, რომ მათი აკრძალვით, ადამიანები უბრალოდ დაიღუპებიან და ეს დუმის დეპუტატების სინდისზე იქნება..." - წერს ალექსანდრე სავერსკი.

ნიუტა ფედერმესერი, საქველმოქმედო ფონდ "რწმენის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ქვეყანამ უკვე გადაიტანა ერთი ომი "უაზრო კანონების გამო": "რა არის დუმისთვის რამდენიმე ასეული ბავშვის სიცოცხლე? არც არაფერი. მათთვის მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკა. დუმა ფიქრობს "სტრატეგიებზე" და ვიღას ანაღლებს ასეულობით ბავშვის სიცოცხლე. ეს არის რეალობა" - წერს ფედერმესერი.

მთავარი ფოტო: CNN Money

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე