„ანაკლია სითის“ BuroHappold Engineering-ისა და Moffat & Nichol-ის ერთიანი სამუშაო ჯგუფი ეწვია

„ანაკლია სითის“ BuroHappold Engineering-ისა და Moffat & Nichol-ის ერთიანი სამუშაო ჯგუფი ეწვია

„ანაკლია სითის“BuroHappold Engineering-ისა და Moffat & Nichol-ის ერთიანი სამუშაო ჯგუფი ეწვია. კომპანიის თანამშრომლები თბილისში ორ კვირას დაყოფენ და „ანაკლია სითის“ თანამშრომლებთან ერთად შეხვდებიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, უცხოური საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ეწვევიან კერძო სექტორს - ლოგისტიკის, ტრანსპორტის, წარმოების, ვაჭრობისა და საბანკო სფეროებს.

ვიზიტის ძირითადი მიზანი საქართველოს ეკონომიკაზე, სავაჭრო პარტნიორებზე, ინვესტიციებსა და არსებულ ინფრასტრუქტურულ, ლოგისტიკურ მოცემულობებზემაქსიმალური ინფორმაციის მოგროვებაა.

ამჟამად გუნდი მუშაობს ანაკლია სითის გენერალური განვითარების გეგმის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც უნდა გაკეთდეს იმ ინდუსტრიებისა და სფეროების ანალიზი, რომლის მიზანმიმართული განვითარებაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება.

„ქალაქიანაკლიარეგიონის ყველაზემნიშვნელოვანიბიზნესცენტრიდა საუკეთესო ქალაქი უნდა გახდეს.ინდუსტრიულიდა ლოგისტიკურიპარკის, ტურიზმის თუ სხვადასხვამიმართულების განვითარებაშიმსოფლიოსწამყვანკომპანიები გვეხმარებიან. კონცეფციაექვს თვეშიმომზადდება.BuroHappold Engineering-ისადა Moffat & Nichol-ისერთიანისამუშაოჯგუფის თბილისში ჩამოსვლა, საჯარო შეხვედრები და ჩვენი ერთობლივი მუშაობაც ამ პროცესის სწრაფ და წარმატებულ წარმართვას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა "ანაკლიასითის" აღმასრულებელმადირექტორმაქეთიბოჭორიშვილმა.

წამყვანმა ბრიტანულმა კომპანიამBuroHappold Engineering -მა „ანაკლია სითისთან“ ხელშეკრულება თებერვალში გააფორმა. BuroHappold Engineering-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ურბანულ დაგეგმარებაზე, სამშენებლო პროექტებზე, გენერალური გეგმის შედგენასა და ქალაქის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიას განხორციელებული აქვს 600-ზე მეტი პროექტი ბრიტანეთში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. BuroHappold Engineering-ი სხვადასხვა დროს მუშაობდა მუმბაის პორტის კომპლექსის, ლონდონის ჰაიდ პარკის, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და სხვადასხვა მიმართულების პროექტებზე.

კომპანია „ანაკლია სითიმ“ ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე მუშაობა 2017 წლის ივნისში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ დაამყარა კომუნკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან და ბევრ მათგანთან პარტნიორობა დაიწყო; ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებებს მოაწერა ხელი მსოფლიოში ცნობილ, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და თანამედროვე ინჩეონის ეკონომიკურ ზონასთან (სამხრეთ კორეა), ხორგოსის ეკონომიკურ ზონასთან (ყაზახეთი), საერთაშორისო ლოგისტიკურ და გადამზიდავ კომპანიებთან, მათ შორის კორეულ კომპანია „პანტოს ლოგისტიკთან“ და ევროპულ კომპანია „გებრიუდერ ვაისთან“; მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიოს გიგანტ ელექტრონული გაყიდვების კომპანიებთან, და განაგრძობს სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრას ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის, ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის წარმოსაჩენად. ახლახანს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს - Abu Dhabi Global Market (ADGM) - სა და „ანაკლია სითის“ შორის, პროექტით დაინტერესდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საპორტო ოპერატორი- DP World- ი, რომლის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევიან და პროექტის დეტალებს ადგილზე გაეცნობიან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ