თბილისში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა

თბილისში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა

თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ დღეს ვაზისუბანში აშენებული სარაგბო კომპლექსი დაათვალიერეს.

ვაზისუბნის სარაგბო კომპლექსს სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს. მშენებლობა 12 306 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. კომპლექსი ითვალისწინებს ხელოვნურსაფარიან მოედანს, 500-ადგილიან ტრიბუნას, ადმინისტრაციულ შენობასა და საშხაპეებს.

პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარს აჭარბებს.

კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება და მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. ობიექტის დასრულების შემდეგ, სტადიონი დაეთმობათ როგორც რაგბის, ისე ფეხბურთის შესწავლის მსურველებს და 700 ადამიანს მოემსახურება.

დღესვე მერიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ტანვარჯიშის დარბაზის დასრულებული მშენებლობა ლილოს დასახლებაში. დარბაზი 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს და 400-მდე ადამიანზეა გათვლილი. სპორტულ ცენტრში მხატვრული ტანვარჯიშის, აკრობატიკისა და ბატუტის სპორტული სექციები ამოქმედდება. დასახლებაში მოეწყო ფიტნეს დარბაზიც.

სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სპორტულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების ჩართვას სპორტულ ცხოვრებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი