ცეცხლი "მაჭახელაში" ლოკალიზებულია, ხალხის ევაკუაცია დროულად განხორციელდა

ცეცხლი "მაჭახელაში" ლოკალიზებულია, ხალხის ევაკუაცია დროულად განხორციელდა

მეიდანზე, რესტორან „მაჭახელაში“ გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, ამ ეტაპზე ცალკეული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, აალება შენობის სხვენიდან მოხდა. გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით დაიწყება, როდესაც ხანძრის ლიკვიდირება მოხდება.

შენობაში, სადაც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ძლიერი ხანძარი იყო, უკვე შესულია ცოცხალი ძალა და მაშველები შიგნით ცდილობენ ცალკეული კერების ჩაქრობას. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სახანძრო და სამაშველო ბრიგადა. ხანძრის გამო მეიდნის მიმდებარე ტერიტორიაზე გათიშულია ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. ადგილზე ასევე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 14 ავტოცისტერნა, 2 ავტოკიბე და 60-მდე მეხანძრე-მაშველი.

დაიწვა, დაახლოებით, 150 კვ.მ. ფართი.

ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია. ასევე, შეზღუდულია ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილებაც.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ