სამედიცინო კონფერენცია „გულის უკმარისობის მკურნალობის უახლესი რეკომენდაციები და სტანდარტები ქართულ-გერმანული ურთიერთობის ფარგლებში

სამედიცინო კონფერენცია „გულის უკმარისობის მკურნალობის უახლესი რეკომენდაციები და სტანდარტები ქართულ-გერმანული ურთიერთობის ფარგლებში

ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ორგანიზებით და გერმანელი კოლეგების მხარდაჭერით 21 აპრილს ტარდება საერთაშორისო კონფერენცია „გულის უკმარისობის მკურნალობის უახლესი რეკომენდაციები და სტანდარტები ქართულ გერმანული ურთიერთობის ფარგლებში". აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია მედიცინის ამ დარგის განვითარებისთვის და მოიაზრებს საქართველოში და კონკრეტულად ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში, პირველად ამიერკავკასიაში ხელოვნური გულის იმპლანტაციის შესაძლებლობას ( ხელოვნური პარკუჭის იმპლანტაციის გზით), რომელიც წარმოადგენს გულის გადანერგვის ალტერნატივას. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ევროპის წამყვანი კარდიოქირურგი, რეინერ კორფერი, გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ფრანც ჯოსეფ იუნგი.

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და ცდილობს საქართველოში პაციენტებს შესთავაზოს გერმანული სტანდარტების სამედიცინო მომსახურობა. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი ვივო მედიქალ ჯგუფის წევრი კლინიკაა. ცენტრი დღეს წარმოადგენს წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

გერმანელი პოლიტიკოსი მედიცინის სფეროს აქტუალურ საკითხებზე და საქართველო გერმანიის ურთიერთობებზე ისაუბრებს. ფრანც ჯოსეფ იუნგმა ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრს სხვადასხვა პროექტებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

კონფერენციაზე მოხსენებით წამყვანი ევროპელი კარდიოქირურგი რეინერ კორფერი წარსდგება, „ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი გერმანული სტანდარტების სამედიცინო კლინიკაა, სადაც მედიცინის ყველა მნიშვნელოვანი სიახლეა ასახული“, - აცხადებს ევროპის წამყვანი კარდიოქირურგი რეინერ კორფერი.

უცხოელი სტუმრები ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ კლინიკაში უახლესი სტანდარტების საოპერაციო ცენტრის გახსნას დაესწრებიან.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი