მერია თბილისის ყველა საფეხმავლო ხიდის გამაგრება-რეაბილიტაციას იწყებს

მერია თბილისის ყველა საფეხმავლო ხიდის გამაგრება-რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით არსებული ყველა საფეხმავლო ლითონის ხიდის გამაგრება-რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა. ბენდელიანის ინფორმაციით, პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება.

„მომდევნო კვირის დასაწყისში უკვე გაფორმებული იქნება ხელშეკრულება კომპანიასთან, რომლის ვალდებულებაც იქნება უშუალოდ ამ საფეხმავლო ხიდების გამაგრება-რეაბილიტაცია. ქალაქის მასშტაბით რამდენი ხიდიც არის, ყველას შემოწმებაა ჩატარებული. იმის გამო, რომ მოსახლეობამ უსაფრთხოდ ისარგებლოს ამ ხიდებით, ავარიული ხიდების რეაბილიტაცია ჩატარდება. იმ კვირიდან ამ პროცესს დავიწყებთ და რეაბილიტაცია მთელი წელი გაგრძელდება, რადგან შესაძლოა ხიდი ახლა მყარი იყოს, მაგრამ 3 თვის შემდეგ ჩარევა დასჭირდეს. იქნება ახალი კომპანია, რომელიც ამ ყველაფერს შეასრულებს“, - განაცხადა ბენდელიანმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „უნივერსალმშენი“ შეასრულებს და მისი ღირებულება 237 732 ლარია. მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით, მუნიციპალურ საკუთრებაში 34 ლითონის ხიდია. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დრომდე აღნიშნული ხიდების რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ