გიორგი კვირიკაშვილი: "ჩვენ პარტიას ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება"

გიორგი კვირიკაშვილი: "ჩვენ პარტიას ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ღირსეული კანდიდატი ეყოლება. როგორც კვირიკაშვილმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, რომელიც 6 წლის განმავლობაში დაიკავებს ამ პოზიციას, უნდა იყოს ღირსეულად წარმოჩენილი.

“შემოდგომაზე მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება. ჩვენ ავირჩევთ პრეზიდენტს. ჩვენ პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი და ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იმისათვის, რომ ღირსეულ კანდიდატს მივცეთ ხმა. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც 6 წლის განმავლობაში დაიკავებს ამ პოზიციას, უნდა იყოს ღირსეულად წარმოჩენილი და სწორედ ჩვენი პარტიის ხმა იყოს ამ არჩევნებში წარმატებების განმაპირობებელი.

დიდი მადლობა თქვენი შრომისთვის და იმისთვის, რომ ასეთი კონსოლიდაციით ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელსაც ერთიანი, გაბრწყინებული საქართველო ჰქვია“, - განაცხადა პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. აღიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი