დები, რომელიც 16 აპრილს გაუჩინარდნენ, პოლიციამ რუსთავში იპოვა

დები, რომელიც 16 აპრილს გაუჩინარდნენ, პოლიციამ რუსთავში იპოვა

დები მარიამ და ანი მეგრელიშვილები, რომლებიც 12 აპრილს გაუჩინარდნენ, სამართალდამცველებმა რუსთავში იპოვეს. როგორც ირკვევა,ისინი მეგობართან იმალებოდნენ.

AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მოზარდები თავს კარგად გრძნობენ, მათ ამ წუთებში სამართალდამცველები ესაუბრებიან.

არსებული ინფორმაციით 16 და 17 წლის დებმა სახლიდან გაქცევა მამასთან კონფლიქტის გამო გადაწყვიტეს. ასევე, ვრცელდება მეორე ვერსია, რომლის თანახმადაც გოგონები თანატოლების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდნენ.

ოჯახი დაკარგულ გოგოებს 12 აპრილიდან საკუთარი სახსრებით ეძებდა, ხოლო სამართალდამცველებს 16 აპრილს მიმართეს.

უწყება გამოძიებას 143- ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ