ნატო რუსეთთან უკან იხევს, ირანი კი აშშ-ს ბირთვული პროგრამის განახლებით ემუქრება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი მაისში სანქციებს დააწესებს

ნატო რუსეთთან უკან იხევს, ირანი კი აშშ-ს ბირთვული პროგრამის განახლებით ემუქრება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი მაისში სანქციებს დააწესებს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მოქმედებები გააკრიტიკა, თუმცა ამავდროულად, გარკვეული პირობების საფუძველზე, დიალოგის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

იენს სტოლტენბერგის კომენტარი გაზეთმა Die Welt-მა გამოაქვეყნა. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი ზრდის სამხედრო შესაძლებლობებს, მხარს უჭერს სირიაში სასტიკ რეჟიმს, ახორციელებს კიბერშეტევებს და სხვა ქვეყნების არჩევნებში ერევა. გენმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგის წარმოება ძნელია, თუმცა აუცილებელი.

„ნატო არ აპირებს რუსეთის იზოლირებას. რუსეთი ჩვენი მეზობელია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, გენმდივანი რუსეთთან მიმართებაში გერმანიის მთავრობის პოლიტიკას მიესალმა. მისი აზრით, გერმანია მხარს უჭერს „რუსეთთან კომუნიკაციის ორმხრივ მიდგომას, როგორიცაა - ძლიერი დაცვა და დიალოგი“.

აპრილის დასაწყისში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ სურს რუსეთთან შეიარაღებაში ახალი შეჯიბრი. მან მაშინვე აღნიშნა, რომ ნატო არ ცდილობს რუსეთის იზოლირებას სკრიპალების საქმის გარშემო არსებული სკანდალის გამო.

პარალელურად, ირანი ბირთვული პროგრამის განახლებაზე საუბრობს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაისში სანქციებს დააწესებს, რომელიც 2015 წლის შეთანხმებით შეჩერებულია. ამის შესახებ ტელეარხ CBS-ს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა განუცხადა.

„ჩვენ გვიწევს მოქმედების რამდენიმე ვარიანტები გვქონდეს. ეს ფუნქციები მზად გვაქვს, მათ შორის ბირთვულ სფეროში უფრო მეტი ინტენსიურობით ჩვენი აქტივობის განახლება“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მოჰამად ჯავად ზარიფის თქმით, ირანს ყველა ვარიანტი მზად აქვს და მათ საჭირო დროს აამოქმედებს. მისივე განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ მოსთხოვს ირანს ცალმხრივად შეასრულოს შეთანხმება, რომელიც უკვე დარღვეული იყო.

„იმ მომენტიდან, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მოვალეობების შესრულებას შეუდგა, ის არ ასრულებს შეთანხმებას. მან და მისმა ადმინისტრაციამ ყველა ზომა მიიღო, რათა ირანს არ მიეღო ეკონომიკური სარგებელი ამ შეთანხმებიდან“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

2015 წელს ირანმა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი), ასევე გერმანიამ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე