ავტორი:

რუსეთი ასადისთვის სარაკეტო კომპლექს С-300-ის გადაცემას გეგმავს - რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას ახლო აღმოსავლეთში

რუსეთი ასადისთვის სარაკეტო კომპლექს С-300-ის გადაცემას გეგმავს - რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას ახლო აღმოსავლეთში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გნაცადებით, ამერიკული კოალიციის მხრიდან სირიის დაბომბვის პასუხად, მოსკოვმა, შესაძლოა, მაღალი სიზუსტის, С-300 Фаворит საჰაერო თავდაცვის რაკეტები მიაწოდოს თავის მოკავშირეს.

რუსულ მედიასთან საუბარში სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი თავს იკავებდა ასადის მთავრობისთვის ამგვარი შეიარაღების მიწოდებისგან, ისინი ამას დასავლეთის ქვეყნების თხოვნის ფონზე ერიდებოდნენ. ახლა კი ვითარება შეიცვალა - "ჩვენ მორალური ვალდებულება გვქონდა. დაახლოებით 10 წლის წინ პირობა დავდეთ, რომ ასადს არ მივაწოდებდით С-300 რაკეტებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ თავდაცვისთვის იყენებენ, ეს თხოვნა შევასრულეთ. ახლა კი ეს მორალური ვალდებულება აღარ გვაქვს", - აცხადებს ის.

ლავროვის თქმით, საჰაერო დარტყმების წინ რუსეთმა ამერიკის წარმომადგენლებს უთხრა, სირიის რომელი ნაწილები წარმოადგენდა "წითელ ხაზებს" მოსკოვისთვის. საჰაერო დარტყმებისას ეს ხაზები არ დარღვეულა.

მისივე თქმით, რუსეთი მზად არის გადახედოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც სირიას აგრესიის შეკავებაში დაეხმარება, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა სირიაში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300 Фаворит-ს განთავსებასთან დაკავშირებით.

რუსული მედია, ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ სირიაში განოხირცლებული სარაკეტო დარტყმების შემდეგ, სირიაში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავების შესაძლებლობაზე საუბრობს. რამდენიმე რუსი ექსპერტის თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსების განთავსების პროცესი უკვე დაწყებულია, უბრალოდ, როგორც რუსეთის ხელისუფლებას სჩვევია, საინფორმაციო განცხადებებს მოგვიანებით აკეთებს.

რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის სერგეი რუდსკის განცხადებით, მათ ამის გაკეთების უფლება რამდენიმე წლის წინაც ჰქონდათ, თუმცა, მაშინაც დასავლეთის ქვეყნების ჩარევით აიკრძალა. ახლა კი მათ ამის გაკეთების უფლება აქვთ როგორც სირიაში, ასევე რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში.

კონკრეტულად როდის გაირკვევა სარაკეტო კომპლექსების განთავსების ვადა და რა რაოდენობის ტექნიკას ჩაიტანენ, ამის შესახებ პირდაპირ პასუხს თავს არიდებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი. "ყურადღებით ადევნეთ თვალი პრეზიდენტის განცხადების ტექსტს", - აღნიშნა მან ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის კვლევის ცენტრის დირექტორი, სემენ ბოგდასაროვი რუსეთ-ისრაელს შორის ურთიერთობების გაუარესებას ელოდება, რადგან "ამ კომპლექსების სირიაში განთავსება გააღიზიანებს ისრაელს. ის, რომ ერთდროულად სირიასაც დავეხმაროთ და თან ისრაელი არ გავაღიზიანოთ, არ გამოვა, ვინაიდან ამგვარად აღმოსავლეთის საჰაერო სივრცეში მისი გავლენა შესუსტდება, რაც ისრაელისთვის ძალიან დიდი პრობლემაა", - აღნიშნა ბოგდასაროვმა.

"თუ С-300-ები დამასკოში გამოჩნდება, ეს ისრაელის შესაძლებლობას - სირიისა და ლიბანის ტერიტორიაზე განახორციელოს ავიადარტყმები, შეამცირებს", - აცხადებს რუსეთის სამხედრო კომისიის საბჭოს წევრი, თადარიგის პოლკოვნიკი, ვიქტორ მურახოვსკი.

თავის მხრივ, თელ-ავივის ეროვნული უსაფრთხოების კვლევის უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა, ისრაელის არმიის გენერალ-მაიორმა, ამოს იადლინმა განაცხადა, რომ მათ ამ საფრთხის დაუყოვნებლივ განადგურების უნარი შესწევთ. "ჩვენ ამ მუქარის შესაბამისი საპასუხო გეგმები გვაქვს, თუკი მას განათავსებენ... ძალიან მალე ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება. С-300-ის გასანადგურებლად, ისრაელს შეუძლია მეხუთე თაობის სწრაფი მოერიშე F-35 და ელექტრონული ომის საშუალებები გამოიყენოს", - პასუხობს ის.

ასეთი განცხადებების ფონზე, დასავლური მედია ისრაელი-რუსეთის სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობაზეც მიანიშნებს...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე