თემქაზე მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თემქაზე მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მოზარდი ამ დრომდე მკურნალობას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას სახელობის კლინიკის პრესსამსახურმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გოგონა რამდენიმე დღის წინ გადმოვარდა. 16 წლის გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თემქაზე მდებარე საავადმყოფოში მოათავსა, მოგვიანებით კი მოზარდი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი