ჩრდილოეთ კორეაში ტურისტული ავტობუსი ხიდიდან გადავარდა - გარდაცვლილია 30-მდე ადამიანი

ჩრდილოეთ კორეაში ტურისტული ავტობუსი ხიდიდან გადავარდა - გარდაცვლილია 30-მდე ადამიანი

ჩრდილოეთ კორეაში ტურისტული ავტობუსის ხიდიდან გადავარდნის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, - იუწყება ჩინური ტელეარხი CGTN. მოგვიანებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შემთხვევას ჩინელი ტურისტები ემსხვერპლნენ. უწყებაში აღნიშნეს, რომ შემთხვევის დეტალებს აზუსტებენ. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩინეთის საელჩოს თანამშრომლები.

სამხრეთ კორეული კვლევითი ცენტრის, Korea Maritime Institute-ის წარმომადგენლის თქმით, წლიურად ჩრდილოეთ კორეაში ჩასული ტურისტების 80%-ს ჩინელები შეადგენენ. მხოლოდ ტურიზმის შედეგად, ჩრდილოეთ კორეის ბიუჯეტში, ყოველწლიურად, შემოსავლების სახით, 44 მილიონი აშშ დოლარი შედის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე