ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე სიმსივნით გარდაიცვალა

ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე სიმსივნით გარდაიცვალა

22 აპრილს 42 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოჭადრაკე და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა წევრი ნინო ხურციძე გარდაიცავალა.

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ ხურციძე სიმსივნეს ებრძოდა და მას შემდეგ სოციალურ ქსელში მისი დახმარების შესახებ რეკვიზიტები გავრცელდა. სამწუხაროდ ხურციძემ დაავადების დამარცხება ვერ შეძლო.

ნინო ხურციძისათვის ჭადრაკი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის იყო. მას 5 საჭადრაკო ოლიმპიადაზე, 3 მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე და 7 ევროპის ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

ნინო ხურციძე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელია და საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის მამაკაცთა შორის და ასევე საქართველოს თასის მფლობელი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ