1992-93 წლებში აფხაზეთის ომში დაკარგული კიდევ 22 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია

1992-93 წლებში აფხაზეთის ომში დაკარგული კიდევ 22 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია

1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას დაკარგული კიდევ 22 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სამედიცინო-ანთროპოლოგიურ ექსპერტიზაზე დაფუძნებული მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებით, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 22 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ძალისხმევის შედეგი, რომლის ამოცანაა 1992-93 წწ შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება და მათი ხვედრის დადგენა. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ოჯახების ინფორმირება მათთვის ნეშტების გადაცემისა და ოფიციალური ცერემონიის შესახებ.

“დღეს კიდევ 22 ოჯახისთვის დასრულდა ხანგრძლივი გაურკვევლობა. სამწუხაროდ, 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2 400-ზე მეტი პირი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარულად ითვლება. ოჯახებს უფლება აქვთ იცოდნენ მათი ხვედრის შესახებ“, - აღნიშნა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ბილიანა მილოშევიჩმა.

მას შემდეგ, რაც 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 148 ამოცნობილია, დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თავისი ნეიტრალური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მანდატიდან გამომდინარე, მხარს უჭერს ყველა მცდელობას, რათა ოჯახებმა პასუხი მიიღონ დაკარგული ახლობლების შესახებ. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ მოუწოდებს ყველა იმ პიროვნებას, ვინც ფლობს რაიმე ინფორმაციას უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი, აფხაზი ან ოსი ადამიანების და სავარაუდო სამარხების შესახებ, დაუკავშირდეს მას. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მისთვის მიწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციას გამოიყენებს კონფიდენციალობის სრული დაცვით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ჰუმანიტარული პროგრამის მიზნებისთვის“, - ნათქვამია „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი