„ბიბლუსში“  წიგნებზე -50%-მდე ფასდაკლება დაიწყო!

„ბიბლუსში“  წიგნებზე -50%-მდე ფასდაკლება დაიწყო!

„ბიბლუსში“ მკითხველის რჩეულ 150 წიგნზე 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო! 23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ ფაქტთან დაკავშირებით „ბიბლუსი“ ერთგულ მომხმარებელს გრანდიოზულ ერთკვირიან აქციას სთავაზობს. 23 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით კონკრეტული დასახელების წიგნებზე ფასდაკლება იმოქმედებს როგორც „ბიბლუსის“ მთელი ქსელის მასშტაბით, ასევე მის ვებ-გვერდზეც: www.biblusi.ge, რაც მომხმარებელს დამატებით საშუალებას აძლევს შეიძინოს სასურველი წიგნები სახლიდან გაუსვლელად და მიიღოს ისინი სასურველ ადგილზე უმოკლეს ვადაში.

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საფუძველი 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა. მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს მამაკაცები ქალებს ყვავილებსა და წიგნებს ჩუქნიდნენ, ხოლო მათგან სამაგიეროდ წიგნებსა და ვაშლებს იღებდნენ. იუნესკოს 1995 წლის სესიაზე, 23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ და 1996 წლიდან დაიწყო კიდეც მისი აღნიშვნა.

ეს დღე საქართველოშიც აქტიურად აღინიშნება. წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ კი ყოველწლიურად არაერთ სიურპრიზსა და აქციას სთავაზობს მომხმარებელს.

23-დან 29 აპრილის ჩათვლით ფასდაკლებული წიგნების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2HkL3XU

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს