სომხეთი სარგსიანის გადადგომას ზეიმობს - რა ხდება ერევნის ქუჩებში

სომხეთი სარგსიანის გადადგომას ზეიმობს - რა ხდება ერევნის ქუჩებში

საპროტესტო აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ზეიმობენ. სერჟ სარგსიანმა გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა.

"ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა, მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას" - ნათქვამია სარგსიანის განცხადებაში.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს გამარჯვებას ულოცავს სომეხი ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი.

„სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ, შენ გაიმარჯვე! არავის შეუძლია შენ ეს გამარჯვება წაგართვას. გილოცავ, გამარჯვებულო ხალხო!“ - წერს ფაშინიანი "ფეისბუქზე".

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე