თელავში "ზებრა" გადასასვლელზე 16 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა

თელავში "ზებრა" გადასასვლელზე 16 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა

თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს "ოპელის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 16 წლის გოგონა „ზებრა“ გადასასვლელზე გადადიოდა.

შეჯახების შედეგად ახალგაზრდამ სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროის მონაცემებით სტაბილურად მძიმეა და გამოკვლევები უტარდება.შსს- ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო