"ეს ამბავი დღემდე საიდუმლოებით არის მოცული" - რატომ სცადა ქართველმა ქალმა გერმანიაში პედოფილების ბარის გადაწვა?

"ეს ამბავი დღემდე საიდუმლოებით არის მოცული" - რატომ სცადა ქართველმა ქალმა გერმანიაში პედოფილების ბარის გადაწვა?

55 წლის თამარ გუნდიშვილს გერმანელი მეუღლე ჰყავს და უკვე წლებია, გერმანიაში ცხოვრობს ოჯახით. სამშობლოსგან შორს მყოფს ნოსტალგია არასდროს ტოვებს და ცდილობს, იქ პატარა საქართველო შექმნას. თამარი კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, საინტერესო და უცნაური ამბებით სავსეა მისი ცხოვრება...

- ჩვენი გვარი წარმოშობით სამაჩაბლოდან არის, მაღალმთიან სოფელ ძარწემიდან. სამაჩაბლო ჩემი უდიდესი სიყვარული, მონატრება და ტკივილია... ბებია, ვისი სახელიც მქვია, მეფარიშვილის ქალი იყო, 19 წლისა დაქვრივდა და ერთი წლის მამაჩემი მარტომ გაზარდა. ქუთაისში ცხოვრობდნენ. დედაც და მამაც ბალახვნელები მყავს. მეც ქუთაისში დავიბადე. დედა მათემატიკოსი იყო, მასწავლებელი, მამა - აგრონომ-დეკორატორი. რომ დაქორწინდნენ, ჯერ გაგრაში მუშაობდნენ, მერე მამა წყალტუბოს გამწვანების ტრესტის უფროსად დანიშნეს და ჩვენც წყალტუბოში გადავედით. ბედის ირონიით, დღეს ძარწემიცა და გაგრაც მოგონებად დამრჩა. ჩვენი სოფელი მიწასთანაა გასწორებული და იქ არც ერთი ქართველი აღარ ცხოვრობს. სოფლის სასაფლაო და მე-12 საუკუნის ბაზილიკაც კი ააფეთქეს, რათა ქართველებს უკან დაბრუნებაზე აღარ ეფიქრათ. ბებია-ბაბუის საფლავებს ალბათ, ვეღარასოდეს ვიპოვი. სანუკვარი ოცნება მაქვს, ოდესმე ჩემს შვილებს მშობლიური მხარე ვუჩვენო...

- მომიყევით, წლების წინ გერმანიაში წასვლა რამ გადაგაწყვეტინათ?

- პროფესიით არქეოლოგი ვარ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუსწრებელზე ვსწავლობდი და პარალელურად, 1993 წლამდე კახეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ვმუშაობდი უმცროს მეცნიერ-მუშაკად. ექსპედიციას აკადემიკოსი კიაზო ფიცხელაური ხელმძღვანელობდა. ჩემი მეუღლე ანდრეას ეგოლდიც იქ გავიცანი. 1991 წელს პირველი ერთობლივი ქართულ-გერმანული ექსპედიცია მოეწყო ფევრების სამაროვანზე. ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის პროფესორმა ვინფრიდ ორტმანმა 4 სტუდენტი ჩამოიყვანა - 2 ბიჭი და 2 გოგო. ერთ-ერთი ანდრეასი იყო - ბიჭი, რომელსაც თავისუფალ დროს "ვეფხისტყაოსანი" ეჭირა ხელში და გულმოდგინედ სწავლობდა ქართულ ენას. საქართველო დღემდე მისი უსაყვარლესი ქვეყანაა და ამბობს, კახელი ვარო. 1992 წელს მართლმადიდებლად მოინათლა, იმავე წლის გიორგობას კი ჯვარი დავიწერეთ ქაშუეთის ტაძარში და მერე გერმანიაში დავბრუნდით უკვე ერთად. გვყავს ქალ-ვაჟი, 23 წლის ანუკა და 21 წლის ლუკა. უკვე 25 წლის ცოლ-ქმარი ვართ და შინ მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობთ.

- საინტერესოა, მაინც რით მიიპყრო თქვენი ყურადღება ანდრეასმა?

- ანდრეასი სხვა სტუდენტებისგან ბევრი რამით გამოირჩეოდა. ზაფხულის სიცხეში, 8-საათიანი მომქანცველი სამუშაოს შემდეგ, სხვები რომ ვერთობოდით, ის იჯდა "ვეფხისტყაოსნითა" და ქართულ-გერმანული ლექსიკონით ხელში და თარგმნიდა. ჯიუტად ცდილობდა, ქართული ენა უფრო კარგად შეესწავლა და დაეხვეწა. ერთხელ ერთად ვისხედით ყველანი და მათ საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტის გაკეთება შევთავაზე. იდეა ყველამ აიტაცა. უნდა დაეხატათ, როგორ წარმოედგინათ მომავალი ოჯახი და ამ ნახატით პიროვნების ხასიათი იკვეთებოდა. ეს ტესტი სტუდენტობის დროსაც მქონდა გაკეთებული სამეგობროში, მაგრამ არასდროს არავის დაუხატავს ის, რაც ამ ჰიპივით გაბურძგნილმა, გრძელთმიანმა ბიჭმა დახატა. ყველა ხატავდა ცოლს, დიდ სახლს, მანქანას, შვილებს, ძირითადად, გოგოსა და ბიჭს. ანდრეასის ნახატი კი ასეთი იყო - წინ ხელიხელჩაკიდებული ის და მისი მომავალი მეუღლე. მამას მხრებზე ედგა ბიჭი ბურთით ხელში. დედას პატარა გოგონასთვის ჩაეკიდებინა ხელი, იქვე კი 2 პატარა ბავშვი ძაღლთან თამაშობდა. ფურცლის მარჯვენა კუთხეში დიდი მზე და პატარა ქოხი იყო დახატული. ვკითხე, ეს პატარა ბავშვები განცალკევებით რომ თამაშობენ, ვინღა არიან, მეზობლები-მეთქი? ეს ის 2 პატარაა, რომელსაც მე და ჩემი ცოლი ვიშვილებთო. ძნელია მაშინდელი ემოციების გადმოცემა. წამოვხტი, მოვეხვიე და იმ გაბურძგნილ თავზე ვაკოცე. ისიც წამოხტა და მომეხვია. ჩვენი შემყურე გოგო-ბიჭები კიოდნენ, უსტვენდნენ, უფროსები ტაშს უკრავდნენ.

- ახლა იმის შესახებაც მიამბეთ, რატომ შეეცადეთ წლების წინ იმ ბარის დაწვას, სადაც პედოფილები იკრიბებოდნენ და რით დამთავრდა ეს ამბავი?

- ძალიან მძიმე თემაა ჩემთვის. მაშინ ზაარბრიუკენში ვცხოვრობდით. 2001-2002 წლები იყო. დღემდე საიდუმლოებით არის მოცული ეს ამბავი. ჟურნალისტებმა საფუძვლიანი საგამოძიებო მუშაობის დასრულებამდე ტელევიზიით გააჟღერეს ამბავი, რომ პედოფილები ბავშვებს - 5 წლის პასკალსა და და 7 წლის კევინს აუპატიურებდნენ. საბრალო ბავშვი, პასკალი ამ ამბავს შეეწირა კიდეც. ის გაჭირვებული ოჯახიდან იყო, მამა ლოთი ჰყავდა, დედა - გონებასუსტი. ასეთი რამ ჩემს ქვეყანაში არც გამეგო და საერთოდაც, წარმოუდგენლად მიმაჩნდა, გერმანიაში კი ლამის ყოველ წელს ნახულობენ მოკლულ და გაუპატიურებულ ბავშვს. მაგალითად, ჩვენს ქალაქში ორიოდე წლის წინ პედოფილთა პირველი სამკურნალო კლინიკა გაიხსნა. რადიოში მოვისმინე, თურმე სავსეა პაციენტებით. უმრავლესობა იტანჯება იმის გამო, რაც სჭირს. ბევრი მათგანი ბავშვობაში თვითონვე ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. მოკლედ, ეს ინფორმაცია მიიღეს ერთ-ერთი ბავშვისგან, რომელმაც დედას გაუმხილა მომხდარი, მან კი ჟურნალისტებამდე მიიტანა...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი