წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "ბიბლუსი გალერეამ" თანამედროვე მწერლებს უმასპინძლა

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "ბიბლუსი გალერეამ" თანამედროვე მწერლებს უმასპინძლა

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "ბიბლუსის" და "პალიტრა L"-ის ორგანიზებით "ბიბლუსი გალერეამ" თანამედროვე ქართველ მწერლებს ციკო ინაურსა და ლუკა ბაქანიძეს უმასპინძლა. საღამოს მოხდა ციკო ინაურის, როგორც დებიუტანტი მწერლის პირველი წიგნის "ასოციალური თევზების" პრეზენტაცია. ლუკა ბაქანიძემ კი შეკრებილ საზოგადობას "სადა ხარ ლაზარე?" წარდგინა, რომელიც ლიტერატურული პრემია "საბას" 2017 წლის გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი.

ლუკა ბაქანიძის წიგნში შესულია 10 მოთხრობა, სადაც ყურადღება მოზარდების პრობლემატიკაზეა გამახვილებული. ავტორის თქმით, აღნიშნული თემა მისთვის მარადიულია, ის აქტუალობას არასდროს კარგავს.

"წიგნში "საბას" გამარჯვებული ხუთი მოთხრობაა შეტანილი, კიდევ დავამატე ხუთი მოთხრობა. თემატიკა მგონი საინტერესოა, სტილისტურად ვეხები ჩემს მარადიულ თემას, თინეიჯერის და სოციუმის ურთიერთობას, რადგან ეს ჩემთვის ყველაზე სენსიტიური თემაა. თემატურად იშლება ეს ყველაფერი და ურბანული ვარიანტიც არის" - აღნიშნა ლუკა ბაქანიძემ.

გოგონების ისტორიაა აღწერილი ციკო ინაურის წიგნში "ასოციალური თევზი". ავტორმა წიგნი ძალადობის მსხვერპლ გოგონებს მიუძღვნა და ნაადრევი ქორწინება გააპროტესტა.

"ჩემი წიგნი გოგოებზეა. წიგნში აღწერილია მთავარი პერსონაჟისა და მისი ორი მეგობრის ისტორია. უხეშად რონ ვთქვათ, ამ წიგნის მიზნობრივი სეგმენტი არიან ქალებიც და მამაკაცებიც, რომლებსაც არ ეშინიათ ფემინიზმის. ეს წიგნი პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან მე ის ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და გოგონებს მივუძღვენი, რომელთაც საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ," - აღნიშნა ციკო ინაურმა.

"პალიტრა L"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ნათია ზაქრაძის განცხადებით, "ბიბლუსი" და "პალიტრა L" კიდევ ერთხელ შეეცადნენ მკითხველთან აქტუალურ თემებზე ესაუბრათ, წარედგინათ თანამედროვე ქართველი მწერლები, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და საჭირო თემებზე წერენ.

მისივე თქმით, აღნიშნული მწერლები სპეციალურად წიგნის დღისთვის შეირჩნენ, ვინაიდან მათ მიერ წიგნებში წამოჭრილი საკითხებისადმი ინტერესი დიდია. მკითხველება შესაძლებლობა მიეცათ, მწერლებისთვის დაესვათ კითხვები, გამოეთქვათ აზრი ნაწარმოებებთან, კონკრეტულ პერსონაჟებთან თუ განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

"წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "ბიბლუსმა" და "პალიტრა L"-მა ერთობლივად გავუკეთეთ მკითხველს სიურპრიზი და წარმოვადგინეთ ორი თანამედროვე ახალგაზრდა ქართველი ავტორის ნამუშევრები. ისინი სწორედ იმ საკითხებზე წერენ, რაც საზოგადოებაში აქტიურად განიხილება" - განაცხადა ნათია ზაქრაძემ.

"სად ხარ, ლაზარე" და "ასოციალური თევზი" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ გამოიცა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი