“დემაქს ჯგუფი“ მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს სთავაზობს

“დემაქს ჯგუფი“ მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს სთავაზობს

დღეს-დღეობით საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, მრავალი სამშენებლო პროექტი ხორციელდება, მათ შორის საცხოვრებელი სახლების და კომპლექსების. წარმოქმნილი კონკურენციის პირობებში, კომპანიებს უწევთ მრავალი ფაქტორის გათვალისწინება იმისთვის, რომ საცხოვრებელი კომპლექსები იყოს მაქსიმალურად კეთილმოწყობილი, მოხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და ქალაქის არქიტექტურასთან შერწყმული. ასეთ კომპანიად გვევლინება „დემაქს ჯგუფი“, რომელიც მკაცრად იცავს მშენებლობის ხარიხს, ითვალისწინებს ქალაქის საერთო დაგეგმარებას და მაქსიმალურ კომფორტს უქმნის თავის მომხმარებელს. წარმოიდგინეთ თქვენი ბინა ქალაქის რუტინისგან ოდნავ მოშორებულ, შედარებით ეკოლოგიურად სუფთა არეალში, სადაც საშუალება გაქვთ ისუნთქოთ სუფთა ჰაერით, დრო გაატაროთ გამწვანებულ რეკრეაციულ ზონაში, უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი და ისარგებლოთ სხვა მრავალი კომფორტული უპირატესობით. ეს „დემაქს დიღომი“-ს დასრულებული პროექტია - 2000 კვ/მ-ზე მიმდინარე ევროსტანდარტების მქონე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, კეთილმოწყობილი ბუნებრივი სარეკრეაციო სივრცით, ბავშვთა გასართობი ზონით, გარე პარკინგითა და ორდონიანი მიწისქვეშა ავტოფარეხით.

“დემაქს დიღომი” მდებარეობს დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩისა და ფარნავაზის ქუჩის კვეთაზე. ახლოსაა მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის გადაადგილებას ქალაქის ნებისმიერი მიმართულებით, კორპუსიდან 100 მეტრში მდებარეობს ჰიპერმარკეტი გუდვილი, რაც მაცხოვრებლებს უქმნის კომფორტს.

უძრავი ქონების სააგენტოებისა და ზოგადად გავრცელებული ინფორმაციით, დიღომში ფასები ყოველწლიურად იზრდება, როგორც მიწის ნაკვეთებზე, ასევე ბინებზეც. ამას თავისი ლოგიკური ახსნა და მიზეზები აქვს, რადგან ქალაქში დაგროვებული მანქანების გამონაბოლქვებისგან მოშორებული, თანაც ქალაქის ცენტრთან მარტივად მისადგომი ადგილი სხვაგან არსად მოიძებნება. დღესდღეობით „დემაქს დიღომ“-ში შავი კარკასის ფასები 1190 ლარიდან იწყება, რაც ძალიან ყელსაყრელია და ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე www.demax.ge.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის