23-27 აპრილს თბილისში ჩატარდება კინოაგენტების სკოლის (School of Film Agents) დასკვნითი ვორქშოპი

23-27 აპრილს თბილისში ჩატარდება კინოაგენტების სკოლის (School of Film Agents) დასკვნითი ვორქშოპი

23-27 აპრილს თბილისში ჩატარდება კინოაგენტების სკოლის (School of Film Agents) დასკვნითი ვორქშოპი. შერჩეული მონაწილეები წარმოადგენენ კინო ბიზნესპროექტებს და რამდენიმე დღე იმუშავებენ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად. პროფესიული ვორქშოფის მიზანია, ახალგაზრდა და ძლიერი პოტენციალის მქონე კინოაგენტების მომზადება.

კინოაგენტი საქართველოში ახალ პროფესიად ყალიბდება და გულისხმობს ყველა იმ სპეციალობის ადამიანს, რომელიც პირდაპირ არ არის კავშირში ფილმწარმოებასთან. მაგალითად, კინოაგენტების სხვადასხვა სპეციალობის არასრული ჩამონათვალია: კინოდისტრიბუტერი, საფესტივალო მენეჯერი, გაყიდვენის აგენტი, დამოუკიდებელი აღმასრულებელი პროდიუსერი, არქივის სპეციალისტი, კინოინოვაციების მენეჯერი და სხვა.

თბილისში SOFA-ს საერთაშორისო კვირეულისთვის შერჩეული მონაწილეები, ერთის მხრივ, განავითარებენ და გაამყარებენ საკუთარ პროექტებს, და მეორეს მხრივ, უფრო ახლოს გაიცნობენ ქართულ კინოინდუსტრიას. დაგეგმილია პრეზენტაციების და მრგვალი მაგიდის ფორმატი. 8 მაღალკვალიფიციურ ექსპერტს შორისაა ქართველი მენტორი - თამარ ტატიშვილი, რომელიც ევრიმაჟის და EFP-ის წარმომადგენელია საქართველოში. ვორქშოფში მონაწილეობენ მომავალი კინოაგენტები ევროპიდან და საქართველოდან.

პროექტის ხელმძღვანელია ბერლინალეს კინოფესტივალის დელეგატი და საქართველოს ტერიტორიის კურატორი - ნიკოლაი ნიკიტინი.

გარდა ტრეინინგისა, SOFA-ს კვირეულის ფარგლებში ჩატარდება სამი ღია ღონისძიება:

· ალექსეი გერმანის გახმაურებული ფილმის „დოვლატოვი“ ჩვენება და შეხვედრა ფილმის პროდიუსერთან - არტემ ვასილევთან. კითხვა-პასუხს მოდერაციას გაუწევს ქართველი მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე. ფილმი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს არამხოლოდ რუსეთში, არამედ ევროპაშიც. „დოვლატოვი“ ბოლო ბერლინალეს პრიზიორია. (24 აპრილი, 19:00, საქართველოს კინოაკადემიის დარბაზი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2)

· სონია ჰაინენის - EFP-ის (European Film Promotion) დირექტორის საჯარო პრეზენტაცია (25 აპრილი, 14 : 30, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ამ ორგანიზაციის წევრი 2011 წლიდან და მონაწილეობს მის სხვადასხვა აქტივობაში, მაგალითად: Shooting Star - ირაკლი კვირიკაძის მონაწილეობა, Female Voices in cinema Sydney Film Festival - რუსუდან გლურჯიძის მონაწილეობა და სხვა საერთაშორისო პროგრამები.

· კეტრიელ შორის - ისრაელის კინოცენტრის დირექტორის ღია ლექცია მცირებიუჯეტიანი წარმოების სპეციფიკის შესახებ. (26 აპრილი, 14 : 30, გოეთეს ინსტიტუტი )

პროექტს SOFA ერთობლივად ახორციელებენ კომპანია Film Plus (გერმანია), დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი და Takes Film (საქართველო).

პროექტის მხარდამჭერები: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში", ევროკავშირის პროგრამა - “შემოქმედებითი ევროპა”.

პროექტის პარტნორები არიან: პოლონეთის კინოინსტიტუტი, ვარშავის კინოკომისია, კარლოვი ვარის კინოფესტივალი, გოეთეს ინსტიტუტი, ისრაელის კინოფონდი.

მონაწილეობის მსურველებისთვის უკვე დაწყებულია ახალი აპლიკაციების მიღება SOFA-ს მე-6 გამოშვებისთვის.

კინოთი დაინტერესებულ კულტურის მენეჯერებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ აგვისტოში - ვარშავაში გამართულ სესიაზე და 2019 წელს თბილისში გამართულ ვორქშოფზე. დეტალებს გაეცანით ვებგვერდზე: www.joinsofa.org.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს