ლუკაშენკო - გინდათ თქვათ, რომ ჩვენ არ ვართ დამნაშავე იმაში, რაც სომხეთში მოხდა?

ლუკაშენკო - გინდათ თქვათ, რომ ჩვენ არ ვართ დამნაშავე იმაში, რაც სომხეთში მოხდა?

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სომხეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს შეეძლოთ სომხეთის მთავრობისთვის დახმარება გაეწიათ და არ დაეშვათ რესპუბლიკაში ვითარების დაძაბვა. მან კავშირის წევრ ქვეყნებს ერთობისკენ მოუწოდა.

„მალე სპეციალისტები რუსეთში, ჩვენთან, ყაზახეთსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა წევრ ქვეყნებში დაიწყებენ სომხეთში არსებული ვითარების განხილვას. გინდათ თქვათ, რომ ჩვენ არ ვართ დამნაშავე იმაში, რაც სომხეთში მოხდა?“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. მისივე თქმით, თუ ქვეყნები ერთმანეთს მხარს არ დაუჭერენ, მაშინ „მათ სათითაოდ გატეხენ“.

გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაკავებული თანამდებობა დატოვა.

ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია  -  რას ამბობენ ექიმები

პუტინი და ბელარუსი  - "არ არის გამორიცხული, რომ დასუსტებული ლუკაშენკო მოსკოვის ისეთ მოთხოვნებს დათანხმდეს, რაზეც ადრე უარს ამბობდა"

თურქული მედია: ანტალიაში საქართველოში დაბადებული "კანონიერი ქურდი" მოკლეს - რა გახდა "მაფიის ბოსზე" თავდასხმის მიზეზი?