ბათუმში ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში, ბაქოს ქუჩის #46-ში ხანძარი ლოკალიზებულია. სავარაუდოდ, სამზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ორი სახლის მეპატრონეები გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო ერთმა მეხანძრემ ინტოქსიკაცია მიიღო, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე იმყოფება ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დაზარალებული ოჯახების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაზარალებულ ოჯახებს შეისწავლის, მათ პირველ ეტაპზე ქირით გაიყვანენ, შემდეგ კი სახელმწიფო გაუწევს დახმარებას.

ბათუმში, ბაქოს ქუჩის #46-ში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. დაიწვა სავარაუდოდ სამზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი