ბათუმში ხანძრის შედეგად 7 ოჯახი დაზარალდა

ბათუმში ხანძრის შედეგად 7 ოჯახი დაზარალდა

ბათუმში, ბაქოს ქუჩის #46-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ოჯახი დაზარალდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის მერიაში განუცხადეს, დაზარალებულებს მერიამ დროებით ბინის ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაიწვა ბარაკული ტიპის რამდენიმე სახლი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ერთმა მეხანძრემ ინტოქსიკაცია მიიღო და კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე. მისი თქმით, მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაზარალებულ ოჯახებს შეისწავლის. მათ პირველ ეტაპზე ქირით გაიყვანენ, შემდეგ კი სახელმწიფო გაუწევს დახმარებას.

ბათუმში, ბაქოს ქუჩის #46-ში ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი