მელანიამ და ბრიჯიტმა ვიზიტის მნიშვნელობა დაჩრდილეს - რატომ ვერ შეძლო ტრამპმა, ცოლისთვის ეკოცნა

მელანიამ და ბრიჯიტმა ვიზიტის მნიშვნელობა დაჩრდილეს - რატომ ვერ შეძლო ტრამპმა, ცოლისთვის ეკოცნა

ვიდრე ქმრები მსოფლიო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე საუბრობენ, მელანია ტრამპი და ბრიჯიტ მაკრონი მსოფლიოს საკუთარი გარეგნობით ხიბლავენ.

47 წლის მელანიასა და 65 წლის ბრიჯიტის ფოტოებს თეთრ სახლში გამართული ოფიციალური ცერემონიალიდან „დეილი მეილი“ აქვეყნებს. ცერემონიალის დასრულების შემდეგ მათ ხელოვნების ეროვნული გალერეა მოინახულეს.

ორივე ქალს თეთრი სამოსი ეცვა, აშშ-ს პირველმა ლედიმ ღონისძიებისთვის ამერიკელი დიზაინერის, მაიკლ კორსის ქვედაბოლო და პიჯაკი შეარჩია, რომლის ღირებულება 2,195 დოლარია. ამასთან, მას ეხურა თეთრი შლაპა, რომელმაც, მოგვიანებით, რამდენიმე უხერხული მომენტიც შექმნა - როდესაც დონალდ ტრამპმა სცადა ცოლისთვის ეკოცნა, შლაპამ მას ხელი შეუშალა.

ეს არ იყო ერთადერთი კოცნა, რომელიც ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა - მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები აზიარებენ ფოტოს, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი მელანიას ხელზე კოცნის.

ცერემონიალზე არანაკლებ ეფექტურად გამოიყურებოდა ბრიჯიტიც, რომელმაც შავი კონტურებით გაწყობილი, კლასიკური კაბა მოირგო.

მოგვიანებით, წყვილებმა ოფიციალურ ვახშამზე გადაინაცვლეს.

ნახეთ ვიდეო : რატომ ვერ შეძლო დონალდმა ცოლისთვის ეკოცნა - ტრამპების წყვილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე