სომეხი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა და ოპოზიციის აქციას შეუერთდა

სომეხი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა და ოპოზიციის აქციას შეუერთდა

სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი გრაჩია როსტომიანი თანამდებობიდან გადადგა და ოპოზიციის პროტესტს შეუერთდა, ამის შესახებ rtvi.com სომხურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

დემონსტრანტები წინააღმდეგი არიან, ქვეყნის მმართველი პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი გახდეს. ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ხალხმა უნდა აირჩიოს.

ერევანში მომიტინგეებმა ავტომობილებით აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ასეულობით ავტომობილი აეროპორტში მისვლას ან იქიდან ქალაქში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ათობით ადამიანი ტოვებს საკუთარ ავტომობილებს და რეისზე დაგვიანების შიშით აეროპორტის მიმართულებით ფეხით გადაადგილდებიან. „ეს სიტუაცია უხეშად არღვევს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლებას და სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მოგიწოდებთ გახსნათ ავტომაგისტრალი“, - მიმართა მომიტინგეებს პოლიციის წარმომადგენელმა, თუმცა მომიტინგეებმა მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე